
11/19/2026
მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" გასულ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მომღერალი ამბობს,რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, გულშემატკივრებისაგან დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო.
"გინება ვიცი, კი... ვინც მიცნობთ (და ასეთები უამრავი ხართ), თქვენ ახსნა არ გჭირდებათ, ვინც არ მიცნობთ, მათთვის კი, ვიდრე ანათემას გადამცემდეთ მოვყვები რა იყო და როგორ იყო," - ასე იწყებს მომღერალი ვიდეომიმართვას და დეტალურად ჰყვება, როგორ დაუკავშირდნენ მოულოდნელად უცნობი ნომრიდან და უთხრეს, რომ მის ჭიშკარს დაეჯახნენ.
გიორგი სუხიტაშვილი ამბობს, რომ ზარი აბაზანაში ყოფნის დროს შემოვიდა. მომღერალმა უპასუხა, რომ სასწრაფოდ გავიდოდა შემთხვევის ადგილზე და ასეც მოიქცა. თუმცა ჭიშკართან მისვლამდე უცნობმა კვლავ დარეკა და უთხრა, რომ უკვე წავიდა.
"მინუსებში იყო ტემპერატურა, ქარი იყო თან. მივდივარ და ტიპი რეკავს და მეუბნება, რომ წავედითო ჩვენო. მე აგერ მივდივარ სველი თავით, "მივჩლატუნებ", რომ ავიდე იქ ზემოთ. და ტიპი მეუბნება, წავედიო...
მე არ მიყვარს დედის გინება, დედა არავისთვის არ მიგინებია. და არც მანდ არ მიგინებია. თუ უნდათ დადონ სრული ჩანაწერი, მე პრობლემა არა მაქვს. არ მიგინებია, პერსონალურად ვეუბნები, რომ მოდი, მოდი აქ "შე ესა-თქო". კი, არ არის სასიამოვნო ეგ რომ ეთერში გადის. მაგრამ რეალურად ეს ჩემი თვით მიზანი არ ყოფილა.
ბევრი კრიტიკა წამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ არის დადებული ეგ ამბავი... მწერენ, ვიდეოებში რა კარგი ადამიანი ხარ ხარ და შენ როგორი ყოფილხარო... ვიღაცებმა - როგორი ნიღაბი გქონიაო.
არა ხალხო, არანაირი ნიღაბი არა მაქვს. რა ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ვის რა რეაქცია გექნებოდა, თქვენთან რომ დაერეკათ - "აჰ, გმადლობთ, რომ შემოხვედით, დაეჯახეთ ჩემს ღობეს და წახვედით," - მადლობას თუ გადაუხდით, კი ბატონო, თქვენი ნებაა. რა ვიცი, რაფინირებულად თუ გინდოდათ საუბარი - "რას ბრძანებთ ბატონო, დაბრუნდით თუ შეიძლება?"
ერთი კომენტარი იყო - შენო სოფელში წახვედიო, ხე დარგეო, ჩიტების ჭიკჭიკიო და თურმე მართლა სინამდვილეში ვინ ყოფილხარო... ვინ ვყოფილვარ სინამდვილეში? ანუ თქვენ რა გგონიათ, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს დამაზიანოს და მერე ფეხებზე დაიკიდოს, სხვა რეაქცია მექნება? არა, არ მექნება სხვა რეაქცია. რაც შეეხება ამ ამბავს, ვწუხვარ, რომ ადამიანებმა ეს სიტყვები მოისმინეს... თუმცა არ გავემიჯნები საკუთარ თავს და რატომ უნდა გავემიჯნო ვერ ვხვდები... რა დავაშავე მაგ ამბავში, ჩემი ბრალეულობა რა არის?

კიდე ერთი მინდა ვთქვა. ადამიანები, რომლებიც გადაცემას უყურებთ და ხედავთ, რომ ადამიანები რეკავენ. თქვენ ხედავთ ამას, მე ვერ ვხედავ, მე არ ვიცი ვინ რეკავს. ანუ მთელი ამბავი ეს არ არის, თქვენ მაფასებთ ისე, რომ თითქოს უკვე მე ვიცი ვინ მირეკავს და ასე ველაპარაკები.
ძალიან ვწუხვარ გულწრფელად.ამ ადამიანი არც ერთის და არც მეორის პერსონალური შეურაცხყოფის სურვილი არ მქონია. არანაირი ის არა მაქვს მათ მიმართ, აგრესია... ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ მათი სახელი და გვარები და მათი პერსონები არაფერი შუაში არ არის. მე რეაქცია მქონდა ვიღაცა ტიპზე, რომელმაც დამიზიანა რაღაცა და სანამ ვნახე გაიქცა," - განმარტავს სიტუაციას გიორგი სუხიტაშვილი და გულშმატკივრებს შეახსენებს, რომ გარდა მომღერლისა, ის ჩეულებრივი ადამიანია ადამიანური ემოციებითა და რეაქციებით.
"ხალხო, ვისაც მოლოდინი გაქვთ იმისა, რომ მე ან წმინდანი ვარ ან რამე მაგდაგვარი, მაპატიეთ, იმედი უნდა გაგიცუროთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ემოციებით, ჩემი რეაქციებით და რა ვიცი, არავის თავს არ ვესხმი, მაგრამ თავდაცვა შემიძლია, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის ინსტინქტები მაქვს. თუ ვინმესთვის ეს მიუღებელია, გაუგებარია, ეგ თქვენი საქმეა... მე არავის არ გეტყვით, არავისთვის არ მითქვამს, რომ ხალხო, მე ვარ წმინდანი და არასდროს არ მიბილწსიტყვავია, ან სამომავლოდაც არ გავაკეთებ ამას," - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

მიმართვის ბოლს კი კონკრეტულად გადაცემის წამყვანებს (გიორგი ნაზღაიძეს და თამაზ ლოხიშვილს) მიმართავს.
"რა ვიცი, ბიჭებო, თუ ნახავთ ამ ვიდეოს, პერსონალურად თქვენ არ გეხებით, რა თქმა უნდა, რა მიზეზი მაქვს ასეთი? ისეთი ხუმრობა იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, მე ვერ ვერ მივხვდი და ვერ აგყევით, მაპატიეთ. მე მქონდა რეაქცია ქართლის, ჰოდა, რა ვიცი, მაპატიეთ რა, თუ გაწყენინეთ, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა, რა ვიცი, წარმატებები და ასე შემდეგ თქვენ... თუ ვინმეს გაუკვირდა კიდევ, რომ სხვანაირი საუბარი შემიძლია, გიდასტურებთ შემიძლია სხვანაირი საუბარიც. მადლობა, ნახვამდის, მიყვარხართ, წარმატებები," - ამბობს მომღერალი.
შეგახსენებთ, მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანები, გადაცემისთვის ჩვეულ ფორმატში, ანონიმურად დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ღობე დააზიანეს და სთხოვეს, პოლიციას არ დაჰკავშირებოდა.
მომღერალი, რომელიც ვერ მიხვდა, რომ გადაცემიდან ურეკავდნენ, გაღიზიანდა ზარის ავტორს არაკორექტულად უპასუხა, რის გამოც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
გააზიარე სტატია