Logo

"იტალიელი მამაკაცები ქორწინებაში ერთგულები არ არიან"

"იტალიელი მამაკაცები ქორწინებაში ერთგულები არ არიან"

11/26/2026

ტექსტის ზომა

მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის განქორწინება ისეთივე ხმაურიანი აღმოჩნდა, როგორც მათი ქორწინება. საზოგადოების ნაწილმა, ეს მოულოდნელი სიახლე, წყენით მიიღო, ნაწილი იქედნური და ნიშნის მოგებით სავსე პოსტების წერას შეუდგა, აბა, მარიამს რა ეგონა, "ქორწინება იტალიურად" ხანგრძლივი იქნებოდაო? ასეა თუ ისე, ქართველი ფიტნესინსტრუქტორისა და იტალიელი დირიჟორის ქორწინება დასრულდა. იქნებ, მარიამი ოდესმე მოვიდეს იმის განწყობაზე, რომ საჯაროდ თქვას, რა გახდა მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი.

კარლო პონტი

მანამ კი, ამ რეზონანსულ ამბავს, ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეხმაურება. ლია მანჯგალაძე ფეისბუქზე წერს.

"ერთ პატარა ჩანაწერს გავაკეთებ სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის და ქართველი ლამაზმანის, მარიამ შარმანაშვილის ქორწინების და დაშორების შესახებ.

ამის საფუძველს ჩემი იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრების 19 წელი მაძლევს.

ლაკონურად რომ გადმოგცეთ: მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ორივეს მიმართ, ამ ქორწინებისთვის თავიდანვე არ შემიხედავს სერიოზულად.

ეს იყო გატაცება და კარლოსგან მამაკაცის ღირსეული საქციელი.

მან ეს ურთიერთობა ქორწინებით გააფორმა, რითაც " ქალის კულტი " მაღლა დააყენა.

კარლო პონტი

- მაგრამ ?!

აქ დიდი მაგრააამ?!

კარლო პონტის აქვს თავისი დიდი სამყარო იტალიაში, წარმატებული კარიერა და არის იტალიის სახის, დიდი სოფია ლორენის შვილი.

მათი დინასტია ტრიალებს იტალიის საკმაოდ ცნობილ, გავლენიან, წამყვან საზოგადოებაში.

უფრო მეტიც!

იტალიელი მამაკაცები ქორწინებაში ერთგულები არ არიან. ხოდა... მარიამს იტალიელები დაუთმობდნენ და შეარჩენდნენ კარლოს?!

ის ნებისმიერი საკმაოდ ცნობილი ქალბატონის სასურველი მამაკაცია დიდ იტალიაში.

მალე კარლოს "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" ვიხილავთ.

კარლო პონტი

ის კარიერისტი, ტიპიური ნარცისი, საკმაოდ წარმატებული, იტალიელი მამაკაცია და თან - სოფიას შვილი.

ჩვენი მარიამი კი იტალიელი ქალების კონკურენტობას ვერ გაუძლებდა!

მე წარმატებას ვუსურვებ მარიამს.

ეს მისი "ტიტული" - "სოფია ლორენის ყოფილი რძალი და კარლო კონტის ყოფილი მეუღლე" - ღირსეულად ეტარებინოს.

კარლო პონტი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026