Logo

"ქალი იკეთებს პიარს და დავეხმარები" - მერსი სულხანიშვილი გიორგი ნაზღაიძეს უჩივის

"ქალი იკეთებს პიარს და დავეხმარები" - მერსი სულხანიშვილი გიორგი ნაზღაიძეს უჩივის

11/25/2026

ტექსტის ზომა

გაცემაში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა.  "პირველების" ინფორმაციით, პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ არის ჩანიშნული.

არსებული ინფორმაციით, მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას გიორგი მას სექსუალურად ავიწროვებდა. საქმეზე სულხანიშვილის ინტერესებს შს სამინისტროს წარმომადგენლები დაიცავენ, საჩივარი პოლიციაშია შესული.

ზმნა.ჯი მერსი სულხანიშვილს დაუკავშირდა. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გიორგი ნაზღაიძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ინფლუენსერის ამ ქმედებით გაოცებულია, დანარჩენს კი, სასამართლოში გაარკვევს.

გიორგი ნაზღაიძე: მე მიჩივის, თამაზას - არა. რა ვიცი, ხელი არაფრისთვის მომიკიდია. რაც თამაზამ უთხრა, შამბალა გაბიაო, მაგის მერე იმას არ უჩივის და მე მიჩივის. პირიქით, რაც მთხოვა, გადაცემიდან ამოვუჭერი და რა ვიცი, კიდევ მე მიჩივის?

- რა ამოუჭერი?

- სამთავრობო სტურქტურიდან შეყვარებული რომ ჰყავს, ბიძინა ივანიშვილზე რაც ისაუბრა. ვნახოთ, ხვალ გაირკვევა ყველაფერი.

- ანუ შენთვის მოულოდნელობა იყო მერსის ეს საქციელი?

- ვაიმე, ძალიან ვერთობი. ქალი იკეთებს პიარს. არ იცის, რითი გაიცოცხლოს თავი და ცოტა ხანი დავეხმარები ამ პიარში. უბრალოდ, ფრთხილად იყოს, ცუდი დასასრული არ ჰქონდეს. რაც გადაცემიდან ამოჭრილია, იმ ყველაფრის გაჟღერებას სასამართლოზე ვაპირებ. რამდენად აწყობს, ეგ ვნახოთ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026