Logo

"კაცს რომ ყვავილის ყიდვა "უტყდება", ძაან "ტეხავს", რა" - ემიგრანტი ამერიკიდან

"კაცს რომ ყვავილის ყიდვა "უტყდება", ძაან "ტეხავს", რა" - ემიგრანტი ამერიკიდან

10/28/2026

ტექსტის ზომა

პროფესიით ჟურნალისტი მარიკა პეტრიაშვილი ოთხი წელია ემიგრაციაშია. ამერიკაში ცხოვრობს და მკერავად მუშაობს. იღებს შეკვეთებს და მისი შემოსავლის წყაროც ეს არის.

"უეჭველი ქართველიას" სტუმარი გულღია და თამამი მოსაუბრე აღმოჩნდა. ჟურნალისტის შეკითხვას - მარტივად კერავთ ტანსაცმელებს, რამდენად მარტივად "კერავთ" მამაკაცებს, ან ადამიანებსო, მარიკამ ასეთი პასუხი გასცა.

მარიკა პეტრიაშვილი: მარტივად რომ კაცები "დამეკერა", 14 წელი ერთ კაცს შევაჩერდებოდი? ღმერთი რომ ერთის ნიჭს გაძლევს, მეორისას გართმევს. კაცის "დაკერვა" - გააჩნია კაცს. ყველა კაცი ადვილად "იკერება", ნებისმიერი ქალი "დაკერავს" ნებისმიერ კაცს. მაგრამ ის კაცი ამად უნდა გიღირდეს. მე ჯერ არ შემხვედრია კაცი, რომ "დამეკერა" და რა გავაკეთო?

ემიგრანტი - მარიკა პეტრიაშვილი

ჩემთვის მნიშვნელოვანია კაცი აზროვნებდეს ტვინიდან და არა - წელს ქვევით. "იქიდანაც" უნდა აზროვნებდეს, ავადმყოფი კი არ ვარ, მაგრამ მთავარია - ტვინით. ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა.

ერთი ცუდი რაღაც უნდა ვაღიარო. ჩემი თაობის კაცების მენტალიტეტი არ მომწონს. მომწონს ახალგაზრდა თაობის მენტალიტეტი, მე კიდე არ ვარ პედოფილი და რა გავაკეთო?

- ნამდვილი სიყვარული გწვევიათ?

- ნამდვილი სიყვარული არ მქონია. ყოფილა მოწონება, ოღონდ აქ, ამერიკაში - არა.

ჩემთვის მთავარია, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ.

არ მიყვარს მარტივი კაცები. მარტო ქიმიას ვერ ვჯერდები. საერთო ინტერესი უნდა გვქონდეს.

შეიძლება აღზდის გამოა, რომ ხისტი დამოკიდებულება მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. "კაცმა არ შეგაცდინოს", დარიგებად ეს ჩამესმოდა, მიუხედავად ჩემი მყარი ფსიქიკისა. ადვილად არ ვდუნდები, ვნებებს არ ვყვები. არ ვიბნები, ყოველთვის ვხედავ, რომ ამის უკან რაღაცას "ჩიქორთობს" კაცი.

ემიგრანტი - მარიკა პეტრიაშვილი

აბსოლუტურად თავისუფალი ქალი ვარ და ვინმე კაცს რომ გადავეკვეთო, არ გამოვრიცხავ, რომ მასზე გადავირიო. მაგრამ თავისუფალი ქალი არ ნიშნავს, ბოდიში და - ყველასთან სექსს და ვინც წამეფარცქვალება, ყველასთან ლოგინში დაწოლას. ეს მორალის საკითხია. თუ მორალი არ გაქვს, მაშინ თავისუფლებასაც ვერ გააკონტროლებ. შინაგანად თუ არ ხარ თავისუფალი, ვერც ამერიკაში იქნები თავისუფალი და ვერც ხაშურსა და ოფშკვითში. თავისუფლება ტვინის პროდუქტია, მას გეოგრაფია არ გაძლევს.

თავისუფალი ქალი ვარ, მზად ვარ მყავდეს თაყვანისმცემელი. მაგრამ კაცს რომ ძალა არ ჰყოფნის რაღაც, სრულიად ელემენტარული დაგიმტკიცოს, მაგალითად, ყვავილების მაღაზიასთან რომ ჩაივლი თაყვანისმცემელთან ერთად და რომ "უტყდება" ყვავილი გიყიდოს, აი, ძაან ტეხავს რაა.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026