Logo

ქავილი, გამონაყარი და პარაზიტები - რა კავშირი შეიძლება არსებობდეს? - გელა მალუძე განმარტავს

ქავილი, გამონაყარი და პარაზიტები - რა კავშირი შეიძლება არსებობდეს? - გელა მალუძე განმარტავს

11/18/2026

ტექსტის ზომა

კანზე გამონაყარისა და ქავილის მიზეზის გარკვევა ზოგჯერ ხანგრძლივ პროცესად იქცევა. ადამიანები მიმართავენ დერმატოლოგს, ალერგოლოგს, ცვლიან კანის მოვლის საშუალებებს, ცდილობენ დააკვირდნენ, ხომ არ უკავშირდება სიმპტომები რომელიმე საკვებს ან მედიკამენტს.


ამ ძიებისას, პარაზიტული ინფექციის შესაძლებლობაზე ხშირად შესაძლოა არც დავფიქრდეთ. ვისცერალური თერაპევტი გელა მალუძე თავის პოსტში სწორედ ამ შესაძლო კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.


ექიმი შეგვახსენებს, რომ ზოგიერთ პარაზიტულ ინფექციას, კანზე გამონაყარის და სისხლში ეოზინოფილიების მატების გამოწვევა შეუძლია.


"რა თქმა უნდა ფუნდამენტალური მედიცინა ალერგიულ გამონაყარს, კანის ქავილსა და სხვა ალერგიულ რეაქციებს მხოლოდ ალერგენებს უკავშირებს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევს ტრადიციული მედიცინა - ესაა პარაზიტული ინფექციები.

  • როდესაც ანალიზებში ჩანს ეოზინოფილების მატება სისხლში;
  • როდესაც ვლინდება კანის ქავილი და გამონაყარი;
  • როდესაც ვაკვირდებით იმუნური რეაქციების ცვლილებას.

ეს ყველაფერი ხშირად ორგანიზმში პარაზიტების არსებობის მაჩვენებელია!" - განმარტავს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გელა მალუძეექიმივისცერალური თერაპევტიპარაზიტებირეცეპტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026