Logo

„კეფა ამტკივდა და წნევის ბრალია“ - გოგიტა გეგელაშვილი გავრცელებულ მითზე საუბრობს

„კეფა ამტკივდა და წნევის ბრალია“ - გოგიტა გეგელაშვილი გავრცელებულ მითზე საუბრობს

11/13/2026

ტექსტის ზომა

თავის ტკივილს, განსაკუთრებით კეფის არეში, ხშირად არტერიულ წნევას ვუკავშირებთ. თუმცა ტკივილის დროს დაფიქსირებული მომატებული მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მიზეზი სწორედ წნევაა.

ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა გადაცემაში "ახალი დღე" განმარტა, როგორ შეიძლება თავად ტკივილმა გამოიწვიოს წნევის მატება და რატომ არ არის თავის ნებისმიერი ტკივილის დროს საჭირო გამოკვლევა.

გოგიტა გეგელაშვილი

„ადრე მიაჩნდათ, რომ არტერიული წნევის ერთი და იგივე მაჩვენებელი ვიღაცისთვის მაღალი იყო, ვიღაცისთვის დაბალი. არსებობს გამოთქმაც „კოსმონავტის წნევა“. სინამდვილეში, წნევას საერთაშორისო ნორმები აქვს და ცალკე ქართული ნორმა არ არსებობს.

თუ ადამიანს ჩვეულებრივ დაბალი წნევა აქვს და 120-ის დროს თავს ცუდად გრძნობს, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად ყოფნის მიზეზი აუცილებლად ეს მაჩვენებელია. შესაძლოა, პირიქით, ცუდად ყოფნის გამო მოემატა წნევა.

წნევა

თავის ტკივილის დროს გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, მათ შორის ადრენალინი, რომლებიც წნევის მატებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში წნევის მატება თავის ტკივილის შედეგია და არა მიზეზი.

ამიტომ წარმოდგენა „კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება“, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადამიანებისთვის დამაზიანებელი მითია.

კეფა

თავის ტკივილის გამო კისრის გადაღებაც ძალიან იშვიათად გვჭირდება. შეიძლება წლის განმავლობაში, კლინიკაში თავის ტკივილის მქონე ათასი პაციენტი მოვიდეს და ამ მიზეზით კისრის გადაღება ერთხელაც არ დამჭირდეს. ელექტროენცეფალოგრაფიაც მხოლოდ მაშინ გვჭირდება, როდესაც გარკვეული ნიშნები არსებობს“, - ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გოგიტა გეგელაშვილითავის ტკივილიმითიწნევა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026