
11/27/2026
ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ. 40 წლის მომღერლისა და მისი რჩეულის ნიშნობა ვიწრო, ოჯახურ გარემოში შედგა.
2000-იანი წლების პოპულარულმა შემსრულებლმა არჩევანი გიორგი მეტრეველზე გააკეთა. გიორგის სატელევიზიო რეალითი შოუების მოყვარულნი კარგად იცნობენ. ის პოპულარული სწორედ ერთ-ერთი რეალითი შოუდან გახდა. სილამაზის კონკურსზე - "მისტერ პლანეტა 2022"-ის ტიტული მოიპოვა. გიორგი მარკუს მეტრეველის ძმისშვილია.
წყვილს შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობას, ქორწინებაში ხელი არ შეუშლია.


დის ბედნიერებასთან დაკავშირებით კი, "ზმნასთან" კომენტარს თამუნა გომართელი აკეთებს.
თამუნა გომართელი: ქეთი ჩემთვის შვილიცაა, მეგობარიც და უმცროსი დაც. განსაკუთრებული სენტიმენტები მაკავშირებს მასთან დაბადების წუთიდან.

ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და ორივეს ვუსურვებ, სულ ასეთი დიდი სიყვარული აკავშირებდეთ ერთმანეთთან, როგორც ახლა.

გააზიარე სტატია