Logo

ხელბურთელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა

ხელბურთელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა

10/20/2026

ტექსტის ზომა

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია. გლდანი მოლში მოულოდნელად 40 წლის სპორტსმენი - რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.

რატი ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი გახლდათ. როგორც ირკვევა, სპორტსმენს გული აწუხებდა და მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზიც, სავარაუდოდ, გულის უკმარისობაა.

მსხვილიძეს მნივშნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. ის თავისი სპორტული კარიერის განმალობაში ევროპის სხვადასხვა კლუბებშიც თამაშობდა. ბოლო პერიოდში, თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებდა და სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა.

რატი მსხვილიძე

ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალება ქართული სპორტისთვის (და არა მხოლოდ) დიდი დანაკლისია.

"ჩვენ გვახსოვს რატის თავდადებული თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, გვახსოვს მისი ძალისხმევა ტრავმის მიუხედავად და გვახსოვს მისი უდიდესი როლი ჩვენი ნაკრების წარმატებაში!" - წერენ ქართული სპორტის ქომაგები.

რატი მსხვილიძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

"ენით აღუწერელი ტკივილი ხარ, რატი... ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონზე"...

"შოკი მაქვს..."

"რატი, როგორ მეწყინა"...

"რატი, გული ჩამწყდა..."

"გული მეწვის, ძალიან ადრე გადასახლდი იმიერ ცხოვრებაში"...

რატი მსხვილიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026