Logo

ხოაკინ ფენიქსის იშვიათი საჯარო პაემანი და რუნი მარას გამჭირვალე კაბა

ხოაკინ ფენიქსის იშვიათი საჯარო პაემანი და რუნი მარას გამჭირვალე კაბა

11/12/2026

ტექსტის ზომა

რუნი მარასა და ხოაკინ ფენიქსს იშვიათი საჯარო პაემანი ჰქონდათ. წყვილი Gentle Monster-ის ღონისძიებაზე გამოჩნდა და საღამო გლამურულ პაემანზე გაატარა!

ეს იყო 10 ნოემბერს ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტის 23-ნომერში, ბრენდ Gentle Monster-ის „ინტელექტუალური სათვალეების“ (Intelligent Eyewear) ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე. რუნი გამჭვირვალე შავი "კაბით" იწონებდა თავს. 52 წლის ფენიქსი კი ნამდვილად ინტელექტუალურად გამოიყურება. მსახიობმა ჭაღარაც ძალზედ მოიხდინა.

ფენიქსიფენიქსი

„ინტელექტუალური სათვალეების“ (Intelligent Eyewear) სიურეალისტური სამყარო, ექსკლუზიური ღონისძიების ფარგლებს გასცდა და თავის წვეულებაზე ფართო საზოგადოება მიიწვია. მათ შორის იყვნენ ვარსკვლავებიც. ხოაკინ ფენიქსი, ალექს ქონსანი და ანოკ იაი კამპანიის სახეები არიან.

ფენიქსიფენიქსი

მათთვის, ვინც არ იცის: რუნი და ხოაკინი ერთად 2016 წლიდან არიან, 2019 წლის ივლისში კი დაინიშნენ, თუმცა ოფიციალურად არ დაქორწინებულან.

ფენიქსიფენიქსი

ქორწინების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ხოაკინმა რუნის რამდენჯერმე „ცოლი“ უწოდა; წყვილს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი (დაიბადა 2020 წლის სექტემბერში) და ქალიშვილი (დაიბადა 2024 წლის ივნისში).

ფენიქსიფენიქსიფენიქსი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026