
11/19/2026
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსის ნანგრევებში 7 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათ შორის 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ხუთი შვილის დედაა.
როგორც ოჯახის ახლობელი "ტვ პირველთან" ამბობს, მისი სამი შვილის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, რადგან ისინი ისეთ ადგილას იყვნენ, რომელიც არ დანგრეულა.
რაც შეეხება დედას და 2 მცირეწლოვანს, ისინი ნანგრევებმა ჩაიყოლა და მათზე ამ დრომდე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
"მრავალშვილიანი დედა, რომლის სამი შვილის გამოყვანაც მოახერხეს, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად არის ჩარჩენილი ნანგრევებში. 5 შვილი ჰყავს. ხუთივესთან ერთად იყო, სამი გადარჩა და გამოიყვანეს. ისეთ ადგილას იყვნენ, რომელიც არ დანგრეულა, თვითონ 2 მცირეწლოვანთან იყო და ის ადგილი ჩაიტანა. ის 3 ბავშვი არ ვიცი, ალბათ გადაიყვანეს სადმე, კარგად არიან", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში - “უსინათლოთა დასახლებაში“ მოხდა. ჩამოინგრა ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.
შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
"უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.

გააზიარე სტატია