Logo

ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, კულტურის ყოფილ მინისტრს სასამართლოში უჩივის

ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, კულტურის ყოფილ მინისტრს  სასამართლოში უჩივის

10/20/2026

ტექსტის ზომა

ლეგენდარული ქართველი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს სასამართლოში უჩივის.

ქორეოგრაფის ვაჟი, ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი ამბობს, რომ სარჩელი სასამართლომ ჯერ კიდევ ერთ წლის წინ დაარეგისტრირა.

სულაბერიძე

სულაბერიძეები რუხაძეს ანსამბლ რუსთავის შიდა საქმეებში ჩარევასა და მოცეკვავეების უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

უმცროსი სულაბერიძის განცხადებით, მინისტრმა თინათინ რუხაძემ ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე ანსამბლის მომავალ კეთილდღეობაზე სალაპარაკოდ კულტურის სამინისტროში დაიბარა. თუმცა საუბარი ჩხუბში გადაიზარდა...

"მამაჩემს, მთავარ ქორეოგრაფს, არაფრის საქმის კურსში არ აყენებდა.
ფრიდონის კანდიდატურა იყო ანსამბლ სუხიშვილების მოცეკვავე, არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, მამუკა ცერცვაძე, რაზეც ია მაქაცარიამ და თიკა რუხაძემ სასტიკი უარი განაცხადეს.


თინა რუხაძე იძახდა, მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ნუ მასწავლითო, შემდეგ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, დაცვა გამოიძახა და გამოვიდა, წადით აქედანო," - ამბობს ფრიდონ სულაბერიძე ჟურნალისტებთან.

ფრიდონ სულაბერიძე


მისივე ინფორმაციით, რუხაძის კულტურის მინისტრად მოსვლისთანავე, ანსამბლ “რუსთავში“ რეორგანიზაცია ჩატარდა და მასში სულაბერიძეებს აღარ უშვებდნენ.


"ერთი წელია, რაც მამაჩემმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ბატონი ფრიდონი ითხოვს, რომ ყველა ის პიროვნება, რომლებიც სამსახურიდან იძულებით წამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საქმიანობას და ემსახურონ ანსამბლ რუსთავს," - ამბობს ფრიდონ სულაბერიძის შვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მინისტრისასამართლოფრიდონ სულაბერიძექორეოგრაფი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026