
10/18/2026
ბიზნესმენი, მათე-მოტორსის დამფუძნებელი გელა ბარკალაია ტრადიციების დამცველი და პატივისმცემელი ადამიანის სახელითაა ცნობილი. ბარკალაია ხშირად საუბრობს წინაპრების პატივისცემასა და ტრადიციების დაცვის აუცილებლობაზე.
გოგოლა კალანდაძის გადაცემა "სახლის" მასპინძლობისას, გელა ბარკალაიამ დედის გარდაცვალების ემოციური ამბავი გაიხსენა.
"დედა რომ კვდებოდა, ძალიან ახალგაზრდა იყო. ფურცელზე დაუწერია - შენ გაბარებ შენს დას და შენს ძმასაც შენ გაბარებო... მე მათში ყველაზე პატარა ვიყავი, მაგრამ მე მაბარებდა... და ერთი სათხოვარი მაქვს დედაზე არავის შეაგინებინოო.
მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ქუჩას, რომელზეც დედაჩემი ცხოვრობდა, მანამდე ერევნის ქუჩა ერქვა, მე "დედის ქუჩა" დავარქვი. რა თქმა უნდა, ყველა დედის პატივსაცემად.
ამ ქუჩას დღესაც "დედის ქუჩა" ჰქვია და ალბათ სანამ ცხოვრება გაგრძელდება ასე ერქმევა. ისეთია ადამიანი ვინ უნდა მოვიდეს, რომ ეს სახელი ჩამოხსნას და სხვა რამე დააწეროს.
ჩვენთვის სენაკიც, ბეთლემიც და ის საფლავიც რომელიც გვაქვს სენაკში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე თუ საქართველოში ვარ, არ არსებობს სენაკში საფლავზე არ მივიდე. შეიძლება არ მივიდე სახლში, მაგრამ საფლავზე მაინც მივალ," - ამბობს ბიზნესმენი.
გააზიარე სტატია