Logo

სასარგებლო რჩევები

"ლაიქების სენი"ანუ როგორ გვპარავს ცხოვრებას სოციალური მედია - მინდია გაბიჩვაძე

"ლაიქების სენი"ანუ  როგორ გვპარავს ცხოვრებას სოციალური მედია - მინდია გაბიჩვაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"იცხოვრე იმისთვის, რომ იგრძნო და არა იმისთვის, რომ შენი ბედნიერი მომენტები, სხვებმა შეგიფასონ" - მინდია გაბიჩვაძე

ამერიკაში მოღვაწე კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე ამჯერად ჩვენს ყურადღებას ამახვილებს სენზე, რომლითაც სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი ვართ დაავადებული. ფსიქოლოგი მიჩნევს და ასეც არის, სოცქსელები, თავისი ფუნქციებითა და წესებით, ცხოვრებას გვართმევს. ვართ მასზე დამოკიდებული, მიბმული და მის გარეშე საათის გაძლებაც გვიჭირს.

მინდია გაბიჩვაძე: გქონია მომენტი, რომ ტელეფონს დახედავ, არა იმიტომ, რომ ვინმემ დაგირეკა ან რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა, არამედ მხოლოდ ერთი რამის გასაგებად, ნეტა, რამდენმა ადამიანმა შემამჩნია? კიდევ ერთი ლაიქი, კიდევ ერთი ნახვა, კიდევ ერთი შეტყობინება... ამ დროს წამის მესამედით რაღაც გულზე გეშვება და თითქოს ემოციურადაც ამოისუნთქავ.

ნეირომეცნიერება ამას დოპამინის მოზღვავებას უწოდებს. მაგრამ გახსოვდეს, ეს მუხტი ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება. და ერთგვარ სიცარიელეს ტოვებს. ამიტომ ტელეფონს ისევ ამოწმებ, მერე კიდევ და კიდევ... შენ, ფაქტობრივად, ცვალებადი ჯილდოს ციკლში ებმევი. ეს ზუსტად ის ფსიქოლოგიური მექანიზმია, რომელიც ადამიანებს სათამაშო ავტომატების წინ საათობით აჩერებს.

ტელეფონი

არსებული კვლევა მკაფიოდ ადასტურებს, როცა სოციალური მედიის მოხმარება, კომუნიკაციიდან - აკვიატებულ შემოწმებაში გადადის. ის პირდაპირ კავშირშია დეპრესიის, შფოთვის და სტრესის მაღალ მაჩვენებელთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან საბოლოო ჯამში, ტელეფონი წყვეტს ინსტრუმენტად ყოფნას და ჩუმად იქცევა სარკედ. სარკე, რომელიც გვეკითხება, ვარ დღეს საკმარისი? ვახსოვარ დღეს ვინმეს? და თუ არ ვახსოვარ, რას აქვს აზრი მაშინ?

ტელეფონი

ასწლეულების განმავლობაში ჩვენი ნერვული სისტემა ისე ვითარდებოდა, რომ მაქსიმუმ 100 ადამიანის შეფასებისთვის გაეძლო. დღეს კი, ჩვენ ტვინს ვთხოვთ, ერთდროულად, ასობით და ათასობით ადამიანის პოტენციური კრიტიკა და განკითხვა გადაამუშაოს. მაგრამ აქ, ერთგვარ კოგნიტურ ხაფანგში ვვარდებით - ჩვენ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ვადარებთ სხვის იდეალურ, გაფილტრულ ცხოვრებას. და ნელ-ნელა, ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ, ვწყვეტთ ცხოვრებით ტკბობას და გადავდივართ მის მონიტორიგნზე. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრ ადამიანს უჭირს მომენტით დატკბეს, თუ ის ჯერ სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნა.

მინდია გაბიჩვაძე

ჩვენ ცოცხალ ემოციებს, ციფრულ მონაცემებში ვცლით...

შემდეგ ჯერზე, როცა ტელეფონისკენ წაიღებ ხელს, ერთი წამით შეჩერდი, და დააკვირდი შენს შინაგან მდგომარეობას, ჰკითხე საკუთარ თავს: ამას სხვებთან კავშირისთვის ვაკეთებ, თუ რეალობისგან გასაქცევად? ვცდი საკუთარი თავის გამოხატვას, თუ უბრალოდ აღიარებას ვეძებ?

იცხოვრე იმისთვის, რომ იგრძნო და არა იმისთვის, რომ შენი ბედნიერი მომენტები, სხვებმა შეგიფასონ.

ავტორი: ზმნა

05/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024