Logo

"მამებს მინდა მოგმართოთ, ამას ვერცერთი სკოლა ბავშვს ვერ ასწავლის" - მინდია გაბიჩვაძე

"მამებს  მინდა მოგმართოთ, ამას ვერცერთი სკოლა ბავშვს ვერ ასწავლის" - მინდია გაბიჩვაძე

11/19/2026

ტექსტის ზომა

ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე შეგვახსენებს, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, არა შორიდან აღფრთოვანების ობიექტი, არამედ სწორედ ის ადამიანია, ვის გვერდითაც და ვის მაგალითზეც იზრდება.


ფსიქოლოგი ამბობს, რომ ემოციების ჩახშობა ადამიანებში ხშირად ძალიან ადრე, უკვე 11-12 წლის ასაკში იწყება, როდესაც მოზარდი ხედავს, რომ უფროსები სირთულეებსა და განცდებს მალავენ.
რა ხდება მაშინ, როდესაც მამა საკუთარ სისუსტესა და დაღლილობას ხმამაღლა აღიარებს? გაბიჩვაძის თქმით, ამ ფონზე, მამის გულწრფელობა და დასვენების უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის არა სისუსტის, არამედ ჯანსაღი ადამიანურობისა და ნამდვილი სიძლიერის ნიშანია. ეს კი მოზარდისთვის ისეთი გაკვეთილია, რომელსაც ბავშვს ვერც ერთი სკოლა ვერ ასწავლის.

მინდია გაბიჩვაძე

"მამებს მინდა მოგმართოთ, იმიტომ, რომ თქვენი შვილი თქვენ გიყურებთ.
შენი შვილის "როლ-მოდელი", მიუხედავად იმისა, რომ შენ გგონია, რომ არის ის, ვისზეც ხშირად საუბრობს - ხვიჩა, ზაზა, სანდრო... დარწმუნებული იყავი, შენი შვილის პირველი "როლ-მოდელი" ხარ შენ.


და თუ ის გხედავს, რომ შენ არ შეგიძლია გამოხატო ემოციები, რომელსაც ის გამოხატავს, იმიტომ, რომ ის კიდე პატარაა, ის უკვე იწყებს სადღაც 12 წლიდან, 11 წლიდან ამის ჩახშობას.


შენ თუ იმას ასწავლი შენ შვილს, რომ თქვა - "დღეს ცოტა მძიმე დღე მქონდა და მოდი, მარტო ერთ კინოს ვუყუროთ ან ერთი რაღაცა გავაკეთოთ, ცოტა დასვენება მჭირდება."
შენ ამით აჩვენებ, რომ სამყარო ამით კი არ დაინგრა, არამედ შენ შენი თავი დააყენე წინ, შენი თავი დააყენე ადამიანად.

და დამიჯერე, ამას ვერც ერთი სკოლა ბავშვს ვერ ასწავლის შენ გარდა. სიძლიერე არ არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი შიგნით ჩავიხშოთ და კედელი ავაშენოთ. ნამდვილი სიძლიერე იწყება, როდესაც კაცი ბედავს და ამბობს, რომ მეც მეშინია, მეც ვიღლები," - ამბობს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მამა-შვილიმინდია გაბიჩვაძემოდელისკოლა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026