Logo

"მამი, ცხოვრება ტკივილია" - გელა დაიაურმა ვაჟს ლექსი მიუძღვნა

"მამი, ცხოვრება ტკივილია" - გელა დაიაურმა ვაჟს ლექსი მიუძღვნა

10/20/2026

ტექსტის ზომა

ქართველმა სახალხო პოეტმა, გელა დაიაურმა, თავის პატარა ვაჟს, ვაჩეს ემოციური ლექსი მიუძღვნა.

ლექსში პოეტი ვაჟს ცხოვრების სირთულეები შესახებ აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ სიცოცხლის გაგრძელების ძალა სწორედ ვაჩეს დაბადებამ მისცა.

ვაჩეს

შვილო, არ ვიცი, რით დავიწო შენთან ბაასი,
ცხოვრებამ ისე გამომცელა, გავშრი, დავდუმდი,
შენმა მოფრენამ გამიჩინა სხვა გზა, სხვა აზრი,
დღემდე ვერ გითხარ, მზის სხივად რომ მომიფათურდი.

როგორ ნელ-ნელა ჩააჩოჩე ტკივილი, სევდა,
შენს გამო მინდა მრუმე ფერის კანი ვიცვალო,
მამი, ხელახლა დავიბადე და შენთან ერთად,
საუბარი და სიარული უნდა ვისწავლო.

არ ვგავარ ჩემს თავს, დავიღალე,რაც დღემდე ვდუმდი,
ვჯღაბნი სტრიქონებს, არანატიფს, გამოჩორკნილებს,
ცხოვრებამ სულზე გადამაცვა დუმილის ხუნდი,
არ ვიცი, როგორ შემოვიმტვრევ მტკიცე ბორკილებს.

მამი, ცხოვრება ტკივილია, ბრიყვი არ იყო,
მზის სხივი-სუსტი, ძალა არ აქვს ცრემლი გავაშრო,
ნუ იოცნებებ დიდობაზე და გთხოვ, მამიკო,
არ ითამაშო "დიდობანა"... არ ითამაშო!!!

20.10-2026
გელა დაიაური

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გელა დაიაურივაჩელექსისახალხო პოეტიშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026