Logo

"მამიდაჩემი წამლებს მასმევს, მე ენის ქვეშ ვმალავ და მერე ვაგდებო" - რას იხსენებს გურიკა დადიანიძის ბიძა

"მამიდაჩემი წამლებს მასმევს, მე ენის ქვეშ ვმალავ და მერე ვაგდებო" - რას იხსენებს გურიკა დადიანიძის ბიძა

10/18/2026

ტექსტის ზომა


12 წლის წინ მლეთიდან გაუჩინარებული ბიჭის გურამ დადიანიძის ბიძამ კახა დადიანიძემ პოდკასტში "შენი ამბავი თაიასთან" ერთი შემთხვევა გაიხსენა. ბიძა იხსენებს, როგორ მოჰკრა ყური ფანჯრიდან გურიკასა და მისი მეგობრების საუბარს.

"რამდენჯერმე მოვკარი ყური, გურიკაზე ტიკ-ტოკს რომ ვუსმენ - ნარკომანი იყოო, მამიდა წამლებს ასმევდაო... ამასთან დაკავშირებით გამახსენდა - ჩემს დასთან ჩავედი სტუმრად, იქ ფანჯარასთან დაბლა ისხდნენ მისი მეგობრები, ძმაკაცები და გურიკა ეუბნებოდა - მამიდაჩემს ჰგონიაო, მმკურნალობს და წამლებს მასმევსო და რომ მომაწვდის ხოლმე ენის ქვეშ ვმალავ და მერე ვაგდებო.
გავიგონე ეს ჩემს დას მივუტრიალდი - რა წამლებს სვამს-მეთქი? მიპასუხა - აფორიაქებული იყოო და დამამშვიდებელი მითხრა თუ ვიტამინი ეგ აღარ მახსოვს... მერე არ უსმენ ბავშვებს რა უთხრა-მეთქი? რაში ყრი ფულებს, შენს შვილებს აკლებ და ამისთვის ყიდულობ და ხომ ხედავ ამბობს, რომ არ სვამს-მეთქი.

ეს მოხდა მაშინ, როცა გურიკა 1 ან 2 კვირის ჩამოსული იყო," - ჰყვება კახა დადიანიძე.

წყარო: "თაიასთან"

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

12 წლის წინგურიკა დადიანიძედაკარგულიმამიდა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026