Logo

"მამუკა რომ დაფიქრდება, მიხვდება, რომ შეცდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია" - მარინა საღარაძე ყოფილ ქმარზე

"მამუკა რომ დაფიქრდება, მიხვდება, რომ შეცდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია" - მარინა საღარაძე ყოფილ ქმარზე

10/25/2026

ტექსტის ზომა

მსახიობმა მარინა საღარაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია" მეუღლესთან 25 წლიან ურთიერთობასა და განშორებაზე ისაუბრა.

"25 წლის შემდეგ გავშორდი ჩემს ქმარს მამუკა არეშიძეს. გავიარეთ ურთულესი წლები, მაგრამ მერე ასე მოხდა.

როცა გავიცანი მე 19 წლის სტუდენტი ვიყავი. ორივე თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდით.

ძალიან სიმპათიური იყო ეს ერთი და მერე, რაც მომეწონა ის იყო, რომ ყველა ირგვლივ ბევრს ლაპარაკობდა და მამუკა ჩუმად იყო.

მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
ვხვდებოდით ერთმანეთს... მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ და ბევრი მთხოვდა ცოლობას, მაგრამ...

ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მთლი ომები და რთული პერიოდები გადავიარეთ ერთად. არასოდეს დამავიწყდება. სოხუმში დადიოდა ომის დროს, ორჯერ კონტუზია აქვს მიღებული. თუ რამე მასალა არსებობს აფხაზეთზე გადაღებული, ხარისხიანი და კარგი რაცაა, მამუკას გადაღებულია.

მიუხედავად გაშორებისა, დღესაც საკმაოდ ცივილური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
გაშორება ძალიან განვიცადე. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და დიდხანს ვერ მივხვდი რა მოხდა. ბანალური ისტორიაა, საინტერესო და სასაუბრო არაფერი... მამუკა რომ დაფიქრდება, მიხვდება, რომ საკმაოდ შეცდა, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ გვიანია," - ამბობს მარინა საღარაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დაშორებამამუკა არეშიძემარინა საღარაძეოჯახი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026