Logo

"მან ჩემი სთორიდან გაიგო - ჰელოუ, სანდრო, ვიცი!" - თამუნა მუსერიძე

"მან ჩემი სთორიდან გაიგო - ჰელოუ, სანდრო, ვიცი!" - თამუნა მუსერიძე

11/27/2026

ტექსტის ზომა

„ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი" - თამუნა მუსერიძე განქორწინების თემაზე ალაპარაკდა.

მაისში, თორმეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჟურნალისტი ქმარს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

"გვანცას პოდკასტში" თამუნამ სხვა თემებთან ერთად, იმ მძიმე პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო.

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე: საჯაროდ რომ ვთქვი, ამან უკან დასაბრუნებელი ხიდი მომიჭრა. ეს ჩემი თავისთვის გავაკეთე, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. იმიტომ, რომ მე მაინც ვაპატიებდი. იმან ხომ არ იცოდა, რომ მე ეს ვიცოდი. ჩემი სთორიდან გაიგო: "ჰელოუ, სანდრო! ვიცი!"

ჩვენ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში, ერთ კვირაში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა. ლეპტოპში ხომ ჰქონდა ფეისბუქი ჩართული, ერთი თვე ვკითხულობდი მიმოწერას. არ ვიცი, რანაირად არ გავნადგურდი. ერთი თვე ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ მათ "ვოისებს", ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებ, იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან… ბოლოს უკვე, ურთიერთობა კულმინაციაში რომ შევიდა, ღამის 2 საათზე მივწერე ჩემებს, ძალიან ცუდად ვარ, ამოდით-მეთქი. ახლა მივალ იქ, ადგილზე-მეთქი. კიდევ კარგი არ გამიშვეს. მეორე დღეს ჩავწერე სთორი.

მართლა ადგილზე მოვკვდი. დედის ამბავი ისე არ განმიცდია, იმიტომ, რომ არ მიყვარდა დედა, არანაირი სიყვარული მის მიმართ არ მქონია.

პრობლემიდან გამოსვლაში არასდროს არავინ დამხმარებია. სამწუხაროდ. შეიძლება ორი დღე ვეძებო გამოსავალი, მაგრამ მაინც გამოვძვრები.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026