
10/21/2026
მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, უკვე სამი თვეა, უცნობი პირი სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდება, ემუქრება და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნის...
მსახიობი საზოგადოებას შესაძლო თაღლითობის შესახებაც აფრთხილებს და მოუწოდებს, თუ ვინმე მისის სახელით ფულად დახმარებას მოითხოვს, სიფრთხილე გამოიჩინონ.
"მჭირდება დახმარება!
ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ადამიანისგან, რომლის ვინაობაც არ ვიცი. მირეკავს, მწერს და შეურაცმყოფელ ვიდეოებს მიგზავნის ძირითადად ღამის საათებში ვოთსაფზე, ვაიბერში და ტელეგრამზე შემდეგი ნომრებიდან:
+48573586629
+44 7520 688261
+44 7451 296151
+44 7451 296151
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ყოველ ჯერზე, როცა ვბლოკავ ახალი ნომრიდან მირეკავს და ყველა ნომერი იწყება +4 ინდექსით...
რა თქმა უნდა სახეს არ აჩენს, თორემ უფრო მარტივი იქნებოდა მისი გამოჭერა.
სულ თავიდან ძველი მეგობრის ნომრიდან დამიკავშირდა ტელეგრამზე, მთხოვდა დახმარებას, მაშინვე ეჭვი შემეპარა და როდესაც ჩემ მეგობარს დავუკავშირდი, მითხრა, რომ ტელეგრამი დიდი ხნის წინ გაუტეხეს და ასე მისი სახელით თხოვს ფულად დახმარებას მის მეგობრებს...
როდესაც მივწერე ამ თავდამსხმელს, რომ ვიცი მისი ტყუილის შესახებ და ვურჩევ თავი დამანებოს, დაიწყო დამუქრება, დამცირება და ფსიქოლოგოური ტერორი ასე სხვადა სხვა ნომრებიდან...
ეს გრძელდება უკვე 3 თვეა და ძალიან ვარ შეწუხებული...
თუ ვინმემ იცით იქნებ მითხრათ რა შეიძლება მოვიმოქმედო? ან რამდენად ექნება შედეგი პოლიციასთან თანამშრომლობას, როდესაც ნომრები სხვა ქვეყნის ინდექსებით არის დაფიქსირებული?
ასევე თუ ვინმე სადმე ჩემი სახელით ფულად დახმარებას გთხოვთ, სავარაუდოდ ეს ავადმყოფი გწერთ," - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია