Logo

"მე არ ვშანტაჟდები" - ტარიელ კაკაბაძე შანტაჟსა და აბსურდულ მოთხოვნებზე ალაპარაკდა

"მე არ ვშანტაჟდები" - ტარიელ  კაკაბაძე შანტაჟსა და აბსურდულ მოთხოვნებზე ალაპარაკდა

11/10/2026

ტექსტის ზომა

ბოლო დროს გახმაურებული საქმეების ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან მის მიმართ გახშირდა აბსურდული მოთხოვნები და შანტაჟის ელემენტები.


ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ აბსურდული მოთხოვნები ემიგრანტი ქალის ნატა ვიბლიანი საქმეს უკავშირდება.

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით.

ვიღებ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება კანონის ჩარჩოებს!

მოკლედ და არასრულად მოგახსენებთ ამ აბსურდული მოთხოვნების ჩამონათვალს:

1. პედოფილიის ბრალდებით დაკავება იმ ადამიანების, ვინც ნატა ვიბლიანს ცუდ კომენტარებს წერს.

2. იმ ჩემი კოლეგის დაკავება, რომელიც იცავს ერთ-ერთ პირს, ვისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნატა ვიბლიანი საუბრობს.

3. დაკავება თამუნა მუსერიძის, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა.

4. საჩივრის შეტანა და დაკავება 10-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აბსურდული მუხლებით.

5. სვანეთის და სვანების ლანძღვაში აყოლა და მხარდაჭერა.

6. სხვა წარმოუდგენელი მოთხოვნები, რომელთა გაჟღერება არ მსურს.

თუ მე ამ გაუგონარ მოთხოვნებს არ შევასრულებ, დაიწყება ჩემი დისკრედიტაცია და გავრცელდება უკანონო ჩანაწერები ჩემს საწინააღმდეგოდ.

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მე არ ვშანტაჟდები. არ ვაპირებ სხვების ხუშტურებზე სიარულს და აბსურდული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ადვოკატობა არ არის ბოროტებისა და ტყუილის სამსახურში ყოფნა. ადვოკატობა არის სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნა!

აქვე, ამ ადამიანებს ვპირდები - ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა," - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ადვოკატინატა ვიბლიანიტარიელ კაკაბაძეშანტაჟი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026