Logo

ტაბლოიდი

"მე ის ბიჭი არ მომწონდა... რა უნდა მაგას მზის სინათლეზე?" - კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ

"მე ის ბიჭი არ მომწონდა... რა უნდა მაგას მზის სინათლეზე?" - კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ის ცოცხალია ჩემთვის. და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე, ველოდები წუთებს" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში კესარია აბრამიძის დედა, ალისა სირბილაძე.

დედაზე კესარია მუდამ სიამაყით საუბრობდა. ნახევრად უკრაინელ დედას, ტრანსგენდერ მოდელს ძალიან ამსგავსებდნენ.

კესარია აბრამიძე: დედას ძალიან მამსგავსებენ ყველაფრით, გარეგნობით, მიმიკებით, ქცევით... მიუხედავად ამისა, საჯაროდ გამოჩენა არ სურს და ამბობს, რომ თუ პოპულარობა ენდომებოდა, ამას თავისით მოახერხებდა. ჩემთვის იდეალი ყოველთვის დედა იყო, სულ მინდოდა, დედაჩემისნაირი ვყოფილიყავი.

***

მოდელის დედა ინტერვიუში ამბობს, რომ მას ბექა ჯაიანი არ მოსწონდა.

ალისა: კესარიამ მომცა იმის ძალა, რომ აქ მოვსულიყავი.

მე ახლაც ვამაყობ შვილით. კესარია მხოლოდ მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო.

მე ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ის ბიჭი არ მომწონდა...

განაჩენით კმაყოფილი ვარ. გარეთ, მზის სინათლეზე, რა უნდა მაგას?"

კესარია

37 წლის კესარია აბრამიძეს, 2024 წლის 18 სექტემბერს, საკუთარ სახლში, მეგობარმა მამაკაცმა - ბექა ჯაიანმა 28 ჭრილობა მიაყენა. მოდელი მაშინვე გარდაიცვალა...

***

ავტორი: ზმნა

01/16/2026