Logo

"მე ვარ მეხვალიე ქალი" - ნუნუ დუღაშვილი

"მე ვარ მეხვალიე ქალი" - ნუნუ დუღაშვილი

11/09/2026

ტექსტის ზომა

უკვდავი ქართული სიმღერების ავტორი, ნუნუ დუღაშვილი 5 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე თავისივე ულამაზესი სიმღერებით გააცილეს.

როგორც ინტერვიუებში ამბობდა, ყველა საქმის დაწყებას აჭიანურებდა, სამომავლოდ გადადებდა და ხუმრობდა - "მეხვალიე ვარო".

ნუნუ დუღაშვილი: მე ვარ მეხვალიე ქალი, საერთოდ. ასე მგონია, რომ ღმერთმა ქვეყანა რომ შექმნა, ჩემთვის მომავალი დრო გამოიგონა. ყველაფერზე ვამბობ - ხვალ, ორშაბათიდან, გაისად, ხუთშაბათიდან. ეს არ თავდება ჩემს ცხოვრებაში და როდესაც ჩემს თავს ვეკითხები, როდის უნდა დავიწყო-მეთქი, იქვე ვპასუხობ - არა უშავს, გავაკეთებ, კაცო, ჯერ სად არის? დიდხანს უნდა ვიცოცხლო. არაფერს ვჩქარობ და კიდევ ვამტკიცებ იმას, რომ მომავალი დრო ღმერთმა მოიგონა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026