
11/25/2026
ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა დღეს გამოაცხადა.
როგორც "პირველებისთვის" ხდება ცნობილი, სხდომაზე არც ზალიკო ბერგერი მისულა და არც ია ფარულავა.
პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელი ესწრებოდა.
"ზმნა.ჯი"-სთან კომენტარს აკეთებს ია ფარულავა.
ია ფარულავა: მე ამ სხდომაზე არ უნდა გამოვცხადებულიყავი. არც იყო ამის საჭიროება. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალმა იზეიმა.
- ეს ეხება ერთ-ერთ პოდკასტში თქვენი მისამართით ნათქვამ შეურაცხყმყოფელ ფრაზებს? სადაც ბერგერმა თქვა, შეიძლება ამ უბედური ქალის გაკეთებულმა ამულეტმა მოგიტანოს ბედნიერებაო?
- მანამდე სხვა საშინელებები თქვა. მადლობა ყურადღებისთვის. დაუკავშირდით ადვოკატს.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ შეიძლება ამ უბედური ქალის გაკეთებულმა ამულეტმა ბედნიერება მოგიტანოს?" - ზალიკო ბერგერი
გააზიარე სტატია