საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი ნინო ლეჟავასა და რეჟისორი გოგა ქაჩიბაიას ოჯახი 24 წელს ითვლის. მეუღლესთან ურთიერთობასა და იმაზე, თუ რა არის ოჯახში სტაბილურობის განმსაზღვრელი, ნინო ლეჟავამ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია"ისაუბრა.
მსახიობი ამბობს, რომ ურთიერთობაში გულწრფელობას აფასებს და ამის შესახებ გარიგება მეუღლესთან პირველი დღიდანვე დადო.
"ურთიერთობაში სტაბილურობა ჩემზეა დამოკიდებული. მე მინდა ასე და იმიტომ ვართ ერთად და კარგად. მე თუ არ მინდა, მაშინ არარსებულია, მე არ გავჩერდები...
ჩემზე ვერ იტყვიან, რომ ნინო ლეჟავამ სხვისი უბედურების ხარჯზე, რამე ბედნიერი ნაბიჯი გადადგა. არც სხვის ქმარზე დამრჩენია თვალი, არც ჩემს ქმარზე დავადგმევინებ თვალს ვინმეს. თუ თვითონ გადაწყვეტს ჩემგან წასვლას, ეს გარიგება პირველი დღიდანვე გვაქვს - ნუ მომაყენებს შეურაცხყოფას ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, მირჩევნია მითხრას, რომ მოხდა ასე, შეუყვარდა, მე მადლობას გადავუხდი გულწრფელობისთვის და გავუშვებ," - თქვა მსახიობმა.
04/07/2026