Logo

მითები და რეალობა სექსის ხანგრძლივობის შესახებ - რას ამბობს მეცნიერება?

მითები და რეალობა სექსის ხანგრძლივობის შესახებ -  რას ამბობს მეცნიერება?

11/05/2026

ტექსტის ზომა

საზოგადოებაში სექსის შესახებ არსებული არასწორი ინფორმაცია და გავრცელებული მითები, ხშირად ადამიანებში არარეალურ მოლოდინებს აჩენს და არასწორ სტერეოტიპებს აყალიბებს. თუმცა, რეალური კვლევები განსხვავებულ სურათს აჩვენებს და ადასტურებს, რომ ინტიმური კავშირის საშუალო ხანგრძლივობა წუთებით იზომება და არა საათებით.

სად გადის ზღვარი ნორმასა და სტერეოტიპებს შორის, რატომ არის სექსი ემოციური ჰარმონია და არა სპორტული შეჯიბრება და რა გავლენას ახდენს ინდივიდუალური თავისებურებები პროცესზე? ამ მნიშვნელოვან და ხშირად ტაბუირებულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს.

"შენ რა ასაკში იყავი, როცა პირველად გაიგე, რომ სექსი საშუალოდ სულ რაღაც ხუთი-ექვსი წუთი გრძელდება და აი ის, პორნოში ნაყურები საათნახევრიანი მარათონები, არც ბუნებრივია და, მით უმეტეს, არც ნორმა? მეტიც, სექს-თერაპევტები კვლევებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ სამიდან შვიდ წუთამდე ხანგრძლივობა სექსისა საკმარისია, შვიდიდან 13 წუთამდე - სასურველი, ხოლო ამაზე მეტი უკვე გახანგრძლივებულად ითვლება.

თუმცა ამ კვლევებში ჩანს, რომ რეალური დრო ინდივიდუალურად ძალიან განსხვავდება და შეიძლება 33 წამიდან დაწყებული, 64 წუთამდე გრძელდებოდეს.


შესაბამისად, სინამდვილეში ერთი კონკრეტული ნორმა ამ ამბავში არ არსებობს. ეს ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვთვლით სექსად. იმიტომ, რომ კვლევებში ხშირად ცალკე აღებულად მხოლოდ პენეტრაციულ სექსს ზომავენ. თუმცა რეალური გამოცდილება, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, იმიტომ რომ მაგალითად, მხოლოდ პრელუდიამ მთლიანი პროცესი შეიძლება დამატებით ათიდან ოც წუთამდე გაახანგრძლივოს.

ამიტომ, ნორმალური „ბიზნეს-შეჯიბრებების“ ძებნის ნაცვლად, უნდა გავითავისოთ, რომ სექსი სპორტული შეჯიბრება არ არის, რომ წამმზომით ვირბინოთ წინ და უკან და ვინმემ ოქროს მედალი ჩამოგვიკიდოს.

მთავარი ის კი არ არის, ტექნიკურად რამდენ ხანს „გაქაჩავ“, მთავარი არის ის, რამდენად კარგად გესმის პარტნიორის, როგორი კომუნიკაცია და ემოციური კავშირი გაქვს მასთან ჰარმონიის მისაღწევად.
ასე რომ, რამდენიც უნდა იბაქიბუქონ თქვენ გარშემო, გახსოვდეთ, რომ რეალურად კარგი სექსი წუთები გრძელდება და არა საათები," - განმარტავს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აბორტიარჩილ მარშანიაექიმიმოსაზრებასამედიცინო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026