Logo

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, პირველ რიგში საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა - ცხოველთა უფლებადამცველი

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, პირველ რიგში საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა - ცხოველთა უფლებადამცველი

10/20/2026

ტექსტის ზომა

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მხოლოდ ერთი კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან მოხალისეების საზრუნავი არ არის. ეს თითოეული ჩვენგანის ჰუმანურობისა და კეთილდღეობის საზომია. გასათვალისწინებელია, რომ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა პირდაპირ უკავშირდება როგორც ცხოველთა კეთილდღეობას, ისე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

ცხოველთა უფლებების დამცველი სოფიო ბეროშვილი განმარტავს, რომ ცხოველებზე სისტემური ზრუნვა, მათი კვება, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და პოპულაციის ჰუმანური რეგულირება, უსაფრთხო გარემოს ქმნის როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვისაც.

ძაღლი

„ჩემთვის რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა? ეს მინდა იცოდეს და გაიგოს იმ ადამიანმა, ვისთვისაც მიუსაფარი ცხოველების დახმარება რატომღაც მხოლოდ ძაღლების დახმარებით შემოიფარგლება.
ეს არ არის მხოლოდ იმ დაუცველებზე ზრუნვა, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ხოლმე ჩვენი თანადგომა გადარჩენისთვის. ეს არის პირველ რიგში საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ახლა აგიხსნით, რატომ არის ეს ასე.

ადამიანები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ვკვებავთ და ვეხმარებით მათ საკვების მოპოვებაში, ამით მათი აგრესიის შემცირებას ვუწყობთ ხელს.
ცხოველებს უმცირდებათ აგრესია და შესაბამისად, ისინი ბევრად უფრო მეგობრულები ხდებიან ჩვენთვის, ისევ ადამიანებისთვის.
ჩვენ მათ ვასტერილებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აღარ მრავლდებიან.
ჩვენ მათ ვაჩუქებთ ქუჩიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში მათ რაოდენობას ასე თუ ისე ვამცირებთ.

ძაღლი


ჩვენ მათ ვაქცინაციას ვუკეთებთ და პარაზიტებზე ვამუშავებთ, რაც პირველ რიგში აისახება ისევ ჩვენზე, ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
შესაბამისად, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ჩემთვის არ არის მხოლოდ ცხოველების გადარჩენა, ეს არის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენგანისთვის," - ამბობს სოფიო ბეროშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ზრუნვამიუსაფარისოფიო ბეროშვილიცხოველთა უფლებები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026