Logo

"მხოლოდ ეგ ერთი სიმართლე მაქვს ნათქვამი" - ბესიკ ხარანაული 87 წლის გახდა

"მხოლოდ ეგ ერთი სიმართლე მაქვს ნათქვამი" - ბესიკ ხარანაული 87 წლის გახდა

11/11/2026

ტექსტის ზომა

11 ნოემბერს ბესიკ ხარანაული 87 წლის გახდა.

"ბესიკ ხარანაული მნიშვნელოვანი ავტორია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ქართული ლექსის ერთი ფართო კალაპოტი გაჭრა სხვა რამდენიმე ავტორთან ერთად, სადაც ახლა არაერთი ნიჭიერი პოეტი მიაბიჯებს. დაუცხრომელი ენერგიის კაცია - თან განდეგილი, თან ხალხის დუღილით მცხოვრები. ვულოცავ!" - ამბობს "ზმნასთან"გიორგი კეკელიძე.

- „ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე...“

ბესიკ ხარანაული: - მხოლოდ ეგ ერთი სიმართლე მაქვს ნათქვამი. ვერავინ შემედავება.

რა გითხრათ ჩემს განწყობაზე? ჩვენ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, როგორც არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენც ისე ვართ. გავერთობით ხოლმე და ზოგად პრობლემებზე ვლაპარაკობთ. აბა, ნახე კონკრეტულ ხალხს როგორ უჭირს? არ არის საშუალება, რომ კონკრეტული სიკეთე გააკეთო.

როცა ქვეყნის სატკივარი გტკივა, უფრო უმწეო ხარ, ვიდრე მხოლოდ საკუთარი წუხილისას. ადრე ქუჩაში რომ მივდიოდი, ადამიანები უბრალოდ დადიოდნენ. ახლა ჩემში გადიან და სადღაც აგრძელებენ გზას. ასაკთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულებები. სადარდებელი, რომელიც შეიძლება არ გეხებოდეს, ყველგანაა, თბილისშიც და სოფლადაც. შენ შეიძლება კარგად ხარ, მაგრამ შენი კარგად ყოფნა სად წაიღო, არ იცი. მე თუ არ მარგია, შენი კარგად ყოფნა რა არის? პროზასაც ვწერ, ლექსებსაც. წერის დროს არაფერი მახსოვს და კიდევ კარგი, ეს თვისება აქვს წერას, ყველაფერს გავიწყებს. მაგრამ იმდენ ხანს რომ ვეღარ ვმუშაობ, ეგ მაღიზიანებს.

როგორც ნათქვამია, თუ გინდა დიდხანს იცოცხლო, მწარეც უნდა ჭამოო. ყველას უნდა სიცოცხლე, მათ შორის - მეც. 

- ასაკში უფრო ტკბება სიცოცხლე?

- გააჩნია რაკურსს, საიდან უყურებ სიბერეს. ახალგაზრდის რაკურსიდან ტკბილად ჩანს, ჩემგან - სხვაგვარია.

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026