Logo

მხუთავი აირით მოწამვლისას სატურაცია შეიძლება ნორმაში დარჩეს - როდის გვატყუებს პულსოქსიმეტრი?

მხუთავი აირით მოწამვლისას სატურაცია შეიძლება ნორმაში დარჩეს -  როდის გვატყუებს პულსოქსიმეტრი?

11/26/2026

ტექსტის ზომა

თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა და გულისრევა მხუთავი აირით მოწამვლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ მსგავსი ჩივილები ერთ სივრცეში მყოფ რამდენიმე ადამიანს ერთდროულად დაეწყო.


ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ გადაცემაში „დილის ლაივი“ განმარტა, რატომ შეიძლება ასეთ დროს თითზე გასაკეთებელმა პულსოქსიმეტრმა ნორმალური მაჩვენებელი აჩვენოს.

„ბევრჯერ მინახავს ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტთან დადის და დიაგნოზი ვერ დგინდება. როცა მხუთავი აირი მცირე რაოდენობით გროვდება, ადამიანს შეიძლება მუდმივად სტკიოდეს თავი, გულისრევის შეგრძნება ჰქონდეს. ზოგჯერ ამას ყურის დაავადებას მიაწერენ. შეიძლება გულის ფრიალიც იგრძნოს, თითქოს გული ყელში უცემს. ხანდახან გონების დაკარგვამდეც კი მიდის საქმე.

ყველაზე საშიშია ძილის დროს, რადგან ადამიანი ამას ვერ აღიქვამს და შეიძლება ვერც გაიღვიძოს.

კოვიდის დროს ძალიან გავრცელებული იყო სატურაციის გაზომვა და შეიძლება ზოგს სახლშიც ჰქონდეს პულსოქსიმეტრი, რომელსაც თითზე ვიკეთებთ.

მხუთავი აირით მოწამვლის დროს ამ ხელსაწყომ შეიძლება მაღალი, ნორმალური მაჩვენებელიც გვიჩვენოს.

როცა ჟანგბადის ნაკლებობაზე ვსაუბრობთ, რატომღაც გვგონია, რომ კანის ფერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ესეც ერთგვარი ხაფანგია დიაგნოსტიკაში. უმეტეს შემთხვევაში კანი ფერმკრთალია ან ვარდისფერი. მხოლოდ შეხედვით შეიძლება ვერ მივხვდეთ, რომ ადამიანს ჟანგბადი არ ჰყოფნის“, – ამბობს ტოქსიკოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026