Logo

"მკვლელო, როგორ გაიმეტე ეს ადამიანი?" - ეზოთერიკოსი სასტიკად ჩაცხრილული ცოლ-ქმრის ამბავს ეხმიანება

"მკვლელო, როგორ გაიმეტე ეს ადამიანი?" - ეზოთერიკოსი სასტიკად ჩაცხრილული ცოლ-ქმრის ამბავს ეხმიანება

11/13/2026

ტექსტის ზომა

საკუთარ საცხოვრებელ კორპუსში ჩახრილული 72 წლის სოსო სუჯაშვილისა და მისი მეუღლის, ნანა ფირანიშვილის ისტორიას ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე ეხმიანება. როგორც ის ამბობს, ქალბატონ ნანას იცნობდა და ფეისბუქზე ჩაწერილ ვიდეოში, იმ კეთილ საქმე იხსენებს, რომელიც მას ნანა ფირანიშვილმა გაუკეთა.

მაია ყუფარაძე: მინდა მისი სულისთვის კეთილი საქმე გავუხსენო.

გახსოვთ, ბინა რომ დამეწვა. ახლიდან ვიწყებდი ცხოვრებას, თითოეული თეთრი, რითიც საზოგადოება მეხმარებოდით, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. არაფერი მქონდა, "ლეჟანკაც" კი. ამ შეგროვილი თანხით წავედი ავეჯის სახლში. საკმაოდ სოლიდური თანხა მეჭირა ხელში. 17 ათასი ლარი ვიღაცისთვის იქნებ არაფერი იყოს, მაგრამ იმ წუთში, ეს თანხა ჩემთვის, გადამწვარ-გადაბუგული ქალისთვის, დიდი თანხა იყო. ავეჯის სახლში "საბა", თან გამყვა მეგობარი. შევიძინე ავეჯი, რომელიც შემდგომშიც უნდა გამომდგომოდა. "რენესანსის" ტიპის ავეჯზე მაქვს ლაპარაკი. სამეულის - ტახტის და სავარძლების ფული აღარ დამრჩა. დავრეკე მეგობართან, ახლა ფული რომ მქონოდა, ამ სამეულს გავიყოლებდი-მეთქი.

ეს რომ გაიგონა, მეძახის ეს ქალბატონი, რომელი გინდაო? არც იცოდა, ვინ ვიყავი და რა ამბავი მქონდა გადახდენილი. დიდი მომწონს, მაგრამ ამ წუთას არც ერთის ფული არ მაქვს-მეთქი. (ჩემი დაიკო და მისი მეგობრები იყვნენ შეპირებული თანხით დახმარებას.)

თან ხელში რვეული და კალამი ეჭირა, რაღაცას ანგარიშობდა, მანქანას ვტვირთავ და ეგ სამეული წაიღეო. მეგონა, მომესმა და გავუმეორე, მე თანხა ხელში არ მიჭირავს-მეთქი. წაიღე და როცა გექნება, მერე მომიტანეო. რა გქვიათ-მეთქი, ვკითხე. ნანაო. ქალბატონო ნანა, მიცნობთ-მეთქი? ჩემი ცნობადობიდან გამომდინარე ვკითხე. არა, მე თვალებში ჩაგხედეთ და ამით გიცანით, თქვენ პატიოსანი ქალბატონი ხართ, მე ადამიანებს ვცნობო. და მაგიდაც გამომატანა.

ტირილი მომინდა...

და გუშინ ამ ქალბატონის ასეთი სასტიკი მკვლელობის ამბავი რომ გავიგე, მართლა ვიტირე. ახლაც მეტირება. იმ გაჭირვების დროს, სულ უცხო ადამიანი რომ გვერდში დამიდგა, წარმომიდგენია, ნაცნობებში რამდენად კარგი ქალბატონი იყო. მერე ჩვენ გვქონდა პატარა ურთიერთობა.

მკვლელო, როგორ გაიმეტე ეს ადამიანი? შენც ცოდო ხარ, რომ რაღაცის გამო, მკვლელის სახელი აიწებე. ეს ის ქალი არ იყო ვალის გამო ეს კაცი დაეხრჩო და მე მგონი, ყველა მიხვდით, რომ არც დაუხრჩვია. რვა წელი იცხოვრა იმ მკვლელმა ამ ქალის ნაყიდ ბინაში. და გამოსახლებაზე რომ მიდგა საქმე, ადგა და ჩაცხრილა.

სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ეს საქართველოს სამძიმარიც არის. ისეთ დროში ვცხოვრობთ არავინ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ.

ღმერთო, ნათელში იყოს ეს ქალბატონი მეუღლესთან ერთად. თუ ჩემი ეს სიტყვა სულის საცხოვნებლად წაადგება, ღმერთს ვთხოვ მისი კეთილი საქმეები არ დაუვიწყოს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026