Logo

„მოკიდეთ ხელი და წაიყვანეთ სპეციალისტთან“ - მაია ცირამუა იმ ქცევებზე, რომლებსაც მშობლები უგულებელყოფენ

„მოკიდეთ ხელი და წაიყვანეთ სპეციალისტთან“ - მაია ცირამუა იმ ქცევებზე, რომლებსაც მშობლები უგულებელყოფენ

11/26/2026

ტექსტის ზომა

ბავშვისა და მოზარდის ქცევაში შემაშფოთებელი ტენდენციების დროულად შემჩნევა ხშირად გადამწყვეტია. თუმცა ხშირად უფროსებს მნიშვნელოვანი დეტალები ყურადღების მიღმა გვრჩება.

ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ "მეგის პოდკასტში" ყურადღება იმ საგანგაშო ნიშნებზე გაამახვილა, რომლებიც, მისი თქმით, მშობლებსა და მასწავლებლებს არ უნდა გამოეპაროთ, რადგან უყურადღებობამ მომავალში შესაძლოა სერიოზული პრობლემები და რთული კრიმინალური სცენარებიც კი გამოიწვიოს.

სპეციალისტმა განმარტა, რას ნიშნავს ემპათიის ნაკლებობა, სხვისი ტკივილისადმი გულგრილობა ან განზრახ მიყენებული ზიანით კმაყოფილება, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის არქონა და მომხდარის სხვაზე გადაბრალების ჩვევა.

მაია ცირამუას თქმით, თუ ბავშვთან ან მოზარდთან მსგავსი ნიშნები იკვეთება, მშობლებმა პროცესის გაჭიანურების გარეშე უნდა მიმართონ სპეციალისტს, რათა დროული ჩარევით მომავალში გაცილებით მძიმე შედეგები აიცილონ თავიდან.

"აი, სად ეპარებათ მასწავლებლებსაც და მშობლებსაც მოზარდის, ბავშვის რთული კრიმინალური მომავალი.
როდესაც ბავშვს არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა თავის ქცევაზე.
როდესაც ბავშვი ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს რაღაცას, რითაც შეუძლია, რომ სხვას გადააბრალოს მომხდარი.
ეს ძალიან ცუდი ნიშანია.
მოდი, შევაშინებ მშობლებს და ვეტყვი, რომ ეს არის, დამკვიდრებული ტერმინია, სახალხო ტერმინია „ფსიქოპათი“, ხომ? ეს არის ფსიქოპათიის ნიშანი.
ფსიქოპათი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ემპათიის უნარი, მას ძარღვი არ შეუტოკდება, პირიქით, სიამოვნებს, როდესაც ვიღაცა იტანჯება და ვიღაცა ტირის, ვიღაცას სტკივა და ამას გამიზნულად აკეთებს.

მეორე, რომ ამაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, საერთოდ არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა... და რეალურად არ აქვს განცდა იმისა, რომ მისი პასუხისმგებლობა მისი ქცევაა და სხვა არ არის ამაში დამნაშავე.

აი, ეს სამი ნიშანი თუ ჩანს, მშობლებს ვეუბნები, რომ ეს არის პირველ რიგში მისახედი.
მოკიდეთ თქვენს შვილს ხელი და წაიყვანეთ სპეციალისტთან, იმიტომ, რომ ეს ხვალ ძალიან ძვირად დაგიჯდებათ,"
- გვაფრთხილებს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვებიკრიმინალური მომავალიმაია ცირამუამშობლებიფსიქოლოგია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026