Logo

"მომბეზრდა" - გუგა კოტეტიშვილი წამალდამოკიდებულებაზე

"მომბეზრდა" - გუგა კოტეტიშვილი წამალდამოკიდებულებაზე

11/09/2026

ტექსტის ზომა

გუგა კოტეტიშვილი 64 წლისაა. მხატვარი მეტწილად ქართლში, სოფელ გუდალეთში, აგარაკზე ცხოვრობს. ხატავს, წერს, ძველი ნივთების რესტავრაციით არის დაკავებული... მოკლედ, როგორც ყოველთვის.

ეკა ხოფერიასთან გუგამ, სხვა თემებთან ერთად, წამალდამოკიდებულებაზე ისაუბრა - როგორ დააღწია თავი ამ არასასიამოვნო ყოფას და რა დაეხმარა მხატვარს სიფხიზლის დაბრუნებაში?

გუგა კოტეტეიშვილი: ჩვენ დროს ბევრად ნაკლები ხალხი იყო წამალდამოკიდებული და თუ შეიძლება ნარკოტიკს დაარქვა "ბუნებრივი", ადრე ბუნებრივი ნარკოტიკი იყო. ოპიუმი, ჰეროინი ყაყაჩოსგან წარმოებული ნივთიერებაა. დღევანდელი ნარკოტიკი - ეს არის კატასტროფა. ეს არის ქიმია, რომელსაც იღებენ ბავშვები, სკოლის ასაკის გოგოები და ბიჭები და პანტა-პუნტით იხოცებიან. არ იციან, რას იღებენ. ის ნარკოტიკები ფსიქიკაზე არ მოქმედებდა. შეიძლება ცუდი შესახედია, როცა კაიფშია, მაგრამ გიჟი არ ხდებოდი. ახლა, უბრალოდ, აფრენენ! ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.

გუგა კოტეტეიშვილი

- გამოფხიზლების გზა, დაბრუნება როგორ მოხდა თქვენს შემთხვევაში?

- სირთულეა. რომ ამბობენ, რა არის, ნებისყოფა არ ყოფნის? ნებისყოფაზე არ არის. "ლომკას" აგდებს ერთ თვეში. დაგეხმარებიან ან შენ თვითონ და ფიზიკური "ლომკა" არ გაქვს. გაივლის. ვინც ამით იყო დაკავებული, მათ შორის ძალიან ბევრი უსაქმურია. ჯერ ფული უნდა გეშოვა, მთელი დღე ამ ნერვებში და სტრესში ხარ. მერე წამალი. მერე არ დაგიჭირონ და მოკლედ, მთელი ცხოვრება რომ ასეთ ამბებში ხარ და ეგეთ ტიპს რომ უცებ ეუბნები, აღარ იკაიფოო, გაიღვიძა და რა ქნას? როცა მთელი ცხოვრება მიდის ფულის ჩალიჩი, კონტაქტის ძებნა, სად ავიღოთ... და მერე უცებ ფუნქციას კარგავს. ამიტომ უჭირთ თავის დანებება. დეპრესიაში ვარდებიან. არ იციან, რითი დაკავდნენ.

როცა დიდხანს ხარ ამით დაკავებული, გამოგეყოფა ენდორფინი. მას ტვინში მდებარე ჯირკვალი გამოიმუშავებს. ენდორფინი კარგი ემოციისგან ყველას გამოეყოფა. ნარკომანი ხელოვნურ სტიმულაციას უკეთეს ამ ჯირკვალს და ჭარბად გამოეყოფა ენდორფინი. და როცა უკვე აღარ იღებს ნარკოტიკს, აღარ უხარია, არ არის ძველებურად. ამის მიჩვევასაც დრო სჭირდება, ეგეც არის. ჩემთვის ადვილია - მე იმდენი "კაიფი" მაქვს. მე თავს ვირთობ - ვხატავ, ვწერ...

- რატომ გადაწყვიტეთ ეს დასრულებულიყო და აბსოლუტურად ფხიზლად ყოფილიყავით?

- მომბეზრდა. მერე ფინანსურად მძიმეა. და ძალიან მარტივად, ტვინში უნდა გადაატრიალო რაღაც. ტვინში გადაატრიალებ და სიგარეტსაც და ამასაც დაანებებ თავს. მოსაბეზრებელია. გაყენებს ყალბ, ერთნაირ მდგომარეობაში. იკეთებ და სულ ერთნაირად "კარგად" ხარ. რაღაცის ხელოვნური იმიტაციაა.

გუგა კოტეტიშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026