
11/22/2026
„მოშივდება და შეჭამს!“ - რამდენჯერ მოგისმენიათ ეს ფრაზა? ან თავად რამდენჯერ მიგიციათ მსგავსი რჩევა მშობლისთვის?
ფსიქოლოგი ქეთი ტალახაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში, ბავშვის მიერ კვებაზე უარის თქმა, ყოველთვის სიჯიუტე ან უბრალოდ შიმშილის გრძნობის არქონა არ არის. ზოგჯერ ამის უკან დგას სენსორული სირთულეები, საკვების მიმართ შიში, არასასიამოვნო გამოცდილება ან სხვა მიზეზები, რომლებსაც ყურადღება სჭირდება.

ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად განსხვავდება ჭირვეული და პრეტენზიული მჭამელების საჭიროებები და რატომ არის მცდარი წარმოდგენა, რომ შიმშილი თავისთავად ყველაფერს მოაგვარებს.
მისი თქმით, მშობლებისთვის ჭკუის სწავლებისა და მზა რეცეპტების მიწოდების ნაცვლად, პირველ რიგში, მოსმენა და იმის გაგებაა საჭირო, თუ რა ართულებს კვების პროცესს ყველაზე მეტად და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი დახმარების შეთავაზებას.
„მოშივდება და შეჭამს“ - გითქვამთ ეს მშობლისთვის, რომლის ბავშვიც ძალიან ცოტა სახის საკვებს ჭამს?
წარმოიდგინეთ, რომ ვახშამი მოამზადეთ, ბავშვმა კი მხოლოდ პური შეჭამა და შენ უკვე ხვალინდელ კვებაზე ფიქრობ. ამ დროს კი ვიღაც გეუბნება - „უბრალოდ სხვა საჭმელი აღარ მისცე“.
შეიძლება რჩევის მიცემა გინდოდეს, მაგრამ მშობელმა ამ სიტყვებში საყვედური გაიგონოს - „სწორედ რომ იქცეოდე, შენი შვილი შეჭამდა“.

თუ მშობლის მხარდაჭერა გინდათ, შეგიძლიათ ჰკითხოთ - „შენთვის რა არის ყველაზე რთული კვების დროს?“ ზოგჯერ ადამიანს პირველ რიგში სჭირდება, რომ მოუსმინო, და იმის რჩევა, რომ „მოშივდება და შეჭამს“ და „შენ, როგორც მშობელი, რაღაცას აშავებ და ამიტომ არ ჭამს“, შენი შვილი უადგილოა.

ჭირვეულ მჭამელებსა და პრეტენზიულ მჭამელებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ კვებასთან მიმართებით და ის, რომ „მოშივდება და შეჭამს“ მითია. თუ ასეთი მშობლების მხარდაჭერა გვინდა, მათ ჭკუა არცერთ შემთხვევაში არ უნდა ვასწავლოთ და მათ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ, უნდა გავიგოთ, რა უჭირთ ყველაზე მეტად კვების პროცესში და სწორედ ამის შემდეგ უნდა შევთავაზოთ დახმარება," - გვირჩევს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია