Logo

მოსწავლემ მასწავლებელი სცემა - რა მოხდა თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში?

მოსწავლემ მასწავლებელი სცემა - რა მოხდა თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში?

10/22/2026

ტექსტის ზომა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის №172 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა. ინფორმაცია სწორედ დაზარალებული პედაგოგის დამ გაავრცელა.

"დღეს, ერთ-ერთ სკოლაში რა ინციდენტიც მოხდა, (მოსწავლემ მასწავლებელი სცემა) ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?? რატომ არ იყო ინფორმირებული მასწავლებელი, რომ ბავშვს პრობლემა ჰქონდა.. რატომ გაუშვით მარტო, სასწრაფოთი, რა გულმა მოგითმინათ ე.წ. "კოლეგებო"!

ჩემი და რომ მოეკლა მოსწავლეს მერე როგორ "შეკერავდით" ამ ამბავს?? ეს საქმე ასე ჩუმად არ ჩაივლის!!!

სწორედ დუმილით და სიბრმავით დგება ხოლმე ფატალური შედეგები...

ისეთი განერვიულებული ვარ, ძლივს ვკრებ ტექსტს, მაგრამ იქნებ ცოტა მეტად გაახილოთ თვალები, ზოგიერთებმა! მე-5 კლასელ ბავშვ ბიჭებს შორის მოხდა ჩხუბი, ჩემმა დამ სცადა მათი გაშველება, მაგრამ მის მიმართ გამიზნულად წამოვიდა მუშტი სახეში და წიხლები, ერთ-ერთი მოსწავლისგან, რომელსაც ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით არ აცნობეს ჩემ დას.

ეს ყველაფერი მოხდა საგაკვეთილო პროცესის დროს", - დაწერა დაზარალებული მასწავლებლის დამ სოციალურ ქსელში.


აღნიშნული ინციდენტი განათლების სამინისტროშიც დაადასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება

მოხდა. მოჩხუბართა გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

172-ე სკოლაინციდენტიმასწავლებელიმოსწავლესკოლაჩხუბი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026