Logo

მსოფლიო ჩემპიონი - მეთოთხმეტედ!

მსოფლიო ჩემპიონი - მეთოთხმეტედ!

11/17/2026

ტექსტის ზომა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა.

ქართველმა მოჭადრაკემ +75 ასაკობრივ კატეგორიაში 11-იდან 7 ქულით გაიმარჯვა და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა! 

გარ­და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­თი და­ჯილ­დოვ­და. ტურ­ნი­რის მე-9 რა­უნ­დის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სერ­ბე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ ხუთ გა­მორ­ჩე­ულ მო­ჭად­რა­კეს, ჭად­რაკ­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბი გადასცა. მათ შო­რის, პირ­ვე­ლი ჯილ­დო სწო­რედ ქარ­თველ ლე­გენ­დას გა­და­ე­ცა.

***

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჭადრაკის დედოფალმა "ზმნას" შარშან მისცა.

ნონა გაფრინდაშვილი: ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. ბილიარდს, ფრენბურთს, პინკ-პონკს ვთამაშობდი. სიარული არ მიყვარდა მხოლოდ. სიარული ახლა დამჭირდა, ასაკში და დავდივარ ფეხით. რაშიც ინტერესი მქონდა, იმაში საერთოდ არ ვიღლებოდი. ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში მაგდებდა ბილიარდი, პინკ-პონკი. მე ვთამაშობდი „ამერიკანკას“ - ბილიარდს. ახლა მომწონს სნუკერი, ბილიარდის ბრიტანული სახეობა. ვუყურებ ხოლმე "ევროსპორტზე". ახლაც ჩართული მაქვს, თან გესაუბრებით, თან ვუყურებ. საქმე რაშია იცით, სნუკერი ყველაზე ახლოს არის ჭადრაკთან. მთლიანად სტრატეგიაზეა აწყობილი. ჩვენთან არ იყო განვითარებული და გული მწყდება.

ნონა გაფრინდაშვილი

- ჭადრაკს მიაქვს ენერგია?

- ჭადრაკში დიდი ენერგია იხარჯება. რთულია იმ კუთხით, რომ ბევრი ეტაპია გასავლელი. ხუთ საათიან პარტიებს ვთამაშობდი. წარმოგიდგენიათ? ამდენად უპირველესია ის, რომ მენტალურად ძლიერი იყო. შეიძლება ისე გადაიღალო, ვერ დაიძინო. ადამიანს აქვს რესურსი, ერთ ღამეს რომ არ დაიძინებს, მეორე დღეს ითმაშოს; მაგრამ ამას ყოველთვის ხომ ვერ გააკეთებს?

მე, 84 წლის ასაკში, ძილის წამლის ერთი აბიც არ მაქვს მიღებული. არც დამამშვიდებელი. არასდროს დამილევია. ეს ერთი პატარა დეტალია, რომელიც მთლიანობაში უპირატესობას განიჭებს.

- გამოდის, ჩემპიონობისთვის ყველა "საჭირო" თვისებით თუ არ ხარ აღჭურვილი, ისე არაფერი გამოვა...

- რაღაც კომპონენტი თუ გიშლის ხელს, ჩემპიონი შეიძლება ვერ გახდე. არიან სპორტსმენები, რომლებმაც დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეს. მე ეს არ დამჭირვებია. ერთხელ მომახვიეს თავს, ფსიქოლოგი დაიხმარეო, მაგრამ არ მინდა მეთქი, ყოველთვის ჩემს გემოზე მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი.

1962 წლის 17 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი და ჩამოვედი, საქართველოს ყველა რეგიონი მოვიარე. მატარებელი ყველა ბაქანზე ჩერდებოდა, ყველგან ხალხი მხვდებოდა, ბაქანზე გავდიოდი... მიხეილ ჭიაურელმა თავის ათ წუთიან დოკუმენტური ფილმში ეს ყველაფერი ჩასვა. ეს ფილმი ყველაფერს მირჩევნია.

ნონა გაფრინდაშვილი

მეორე დღეს ოპერის თეატრში ჩემთვის იცეკვეს და პატივი დამდეს - ვერა წიგნაძემ, ვახტან ჭაბუკიანმა. ჩემთვის ეს არის ყველაფერი. ეს დიდი ძალაა. ჩემს თაობას რომ კითხოთ, სპორტმა რა მოგცაო, ყველა გეტყვით, ხალხის სიყვარულიო. ხალხის სიყვარული - ეს არის მთავარი მონაპოვარი.

ნონა გაფრინდაშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026