საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბაბა ვანგა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წინასწარმეტყველად ითვლება. მისი პროგნოზები და ამ პროგნოზების განხილვა, აქტუალობას არც მისი სიკვდილის შემდეგ კარგავს.
უცხოური ინტერნეტსაიტები აქტიურად განიხილავენ „ბალკანეთის ნოსტრადამუსის“ იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც 2026 წელს უკავშირდება.
გავრცელებული მასალების მიხედვით, ვანგას პროგნოზებში 2026 წლისთვის, რამდენიმე ძირითადი თემა ფიგურირებს:
მსოფლიო კრიზისები და ომი

ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს მოსალოდნელია დაიწყოს სერიოზული კონფლიქტი ან ომი, რომელიც შესაძლოა მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
უფრო ძლიერი და ავტონომიური ხელოვნური ინტელექტი

ერთ-ერთი წინასწარმეტყველება უკავშირდება იმას, რომ ტექნოლოგია ისეთი სისწრაფით განვითარდება, რომ ადამიანებისთვის მისი კონტროლი რთული გახდება.
უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

ვანგას თანახმად, 2026 წელს ადამიანები პირისპირ შეხვდებიან უცხოპლანეტელებს, დიდი ხომალდის სახით.
ბუნებრივი კატაკლიზმები და ბუნების ცვლილებები

კიდევ ერთი ტრადიციული თემა ბუნებრივი კატაკლიზმებია. წლის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევები და სხვა მძიმე კლიმატური მოვლენები.
აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზები კონკრეტული თარიღებითა და დეტალებით არ არის ფორმულირებული. ისინი უფრო ზოგადი, ბუნდოვანი აღწერებია, რაც დამკვირვებელს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ვანგას პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ მისი პროგნოზები ზოგადია და ამ პროგნოზებს ხშირად უკავშირებენ ისეთ მოვლენებს, რომლებიც მოგვიანებით რეალობაში ხდება.
ამიტომაცაა,რომ ვანგას ნათქვამები ხშირად განიხილება როგორც წინასწარ გაცხადებული მინიშნებები და არა პირდაპირი სცენარები. მისი ფენომენი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დღემდე ცდილობენ, მიმდინარე მოვლენებში ამოიცნონ მისი წინასწარმეტყველებების ანარეკლი.
რეალობაა თუ ინტერპრეტაცია ვანგას წინასწარმეტყვლებები?
კითხვაზე პასუხი ხშირად თავად მკითხველზეა დამოკიდებული. ერთი კი ცხადია - ბაბა ვანგა რჩება წინასწარმეტყველად, რომლის სიტყვებიც ათწლეულების შემდეგაც განხილვის თემად რჩება.
01/16/2026