საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორც იცით, 30 წლის გიორგი ჭიღლაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, აგარანის მამულში მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. სასტუმროს ეზოში გამართულ მექორწილეებს, მესამე სართულის აივნიდან, რუსმა ქალბატონებმა, ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვები ეძახეს, შემდეგ წყალი, სასმელი გადმოასხეს და გადმოაფურთხეს კიდეც... შემდეგ აპარატურაც დააზიანეს. ამ ყველაფრის შემდეგ ნეფის ძმა, მათთან სასტუმროს ნომერში ავიდა...
გიორ ჭიღლაძის მამა სოციალურ ქსელში წერს:
“ეს ჩემი შუათანა ვაჟის ქორწილში მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მესამე სართულზე ბინადრობდნენ, ჩაშალეს მისი ქორწილი. სასტუმროს ღია სივრცეში გაშლილ სუფრებზე ზემოდან ჯერ წყალი გადმოგვისხეს, მერე აფურთხებდნენ, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც იგივე გააგრძელეს, ბოლოს კი შარდი გადმოგვასხეს.
მერე მოხდა ის, რასაც ხედავთ. ავიდა ეს თქვენი "მამაკაცი" ზემოთ, ამათ ჯერ დაარტყეს, მერე ყელში წვდნენ (აქ მის ყელზე და კისერზე ნაიარევს თქვენ, რა თქმა უნდა, ვერ ხედავთ, თუმცა რაღაც მომენტში ჩანს ,თუ როგორ ჰკრავს ხელს ეს ქალი მას. ეს მისი დარტყმების მხოლოდ ბოლო აკორდია).
უბრალოდ, ქართული ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბარაქიანი ქართული სუფრისა და ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ და ბოღმით გაიბერენ მთვრალი რუსი დედაკაცები.
ახლა, თუ მე ვცდები, მეც გამლანძღეთ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩემი გაზრდილია.
ახლა, ქართული და ოჯახის სიწმინდის დაცვისათვის, ჩემი გიორგი გურჯაანის იზოლატორში იმყოფება. იმედია, ყველაფერი დალაგდება.”- წერს სოციალურ ქსელში ჭიღლაძის მამა.

გიორგი ჭიღლაძის ქმედებას ბევრი მომხრე გამოუჩნდა, ძალიან სწორად მოიქეცი, შეურაცხყოფას და მით უფრო, მთვრალი რუსებისგან, რომელი ქართველი აიტანდაო. თუმცა ქალზე ძალადობის ფაქტს, საზოგადოების ნაწილი უარყოფითად უყურებს და პასუხისმგებლობას სასტუმროს აკისრებს, რომელსაც დროული რეაგირება რომ მოეხდინა, ეს ფაქტი არ მოხდებოდა.
ამბობენ, რომ გიორგი ჭიღლაძე არის პროვოკაციის მსხვერპლი. ის ამ დაგებულ პროვოკაციას წამოეგო.
***
სასტუმროს მე-3 სართულზე იმყოფებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლები, რომელთაც მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა).
იმის გამო, რომ მათ შეძახილს მექორწილეებმა ყურადღება არ მიაქციეს, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედაგადაც აპარატი მწყობრიდან გამოვიდა და მუსიკა შეწყდა.
ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა მუსიკალური აპარატი აამუშავა და სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.
***
"ტვ პირველის“ ცნობით, თელავის რაიონულ სამმართველოში ხელმეორედ დაიბარეს მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი და განყოფილებაშივე დააკავეს.
ალექსანდრე მრელაშვილმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მეორე მივიდა, თქვა, რომ ის უკვე გამოკითხული იყო.
მრელაშვილი იყო მიწვეული მომღერალი სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართულ ქორწილში, რომელიც სასტუმროს სტუმრებთან კონფლიქტში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დაკავებული არ არის, თუმცა მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
07/20/2026