Logo

„ნამდვილ კაცებს ვართმევ ხელს, ამ ბიჭებს კი არა“ - მერაბ დვალიშვილი ნურმაგომედოვებთან შერიგებას არ აპირებს

„ნამდვილ კაცებს ვართმევ ხელს, ამ ბიჭებს კი  არა“ - მერაბ დვალიშვილი ნურმაგომედოვებთან შერიგებას არ აპირებს

11/17/2026

ტექსტის ზომა

მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელვანის შოუს 16 ნოემბრის გამოშვებაში, აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და უსმან და უმარ ნურმაგომედოვები მკაცრად გააკრიტიკა.


მისი თქმით, მომხდარის შემდეგ მათ მიმართ პატივისცემა დაკარგა და ხელის ჩამორთმევას არ აპირებს.

„ნამდვილ კაცებს ვართმევ ხელს, ამ ბიჭებს კი არა. კარგი ადამიანები არ არიან,... ნამდვილი კაცები არ არიან, ლაჩრები არიან“, - განაცხადა დვალიშვილმა.

მერაბ

მისი მონათხრობით, სასტუმროში ახალი მისული იყო, გულშემატკივრებთან ფოტოებს იღებდა და RAF-ის წარმომადგენელთან ინტერვიუსთვის ემზადებოდა, როდესაც უსმანი მიუახლოვდა. ამბობს, რომ თავდასხმას არ ელოდა და თავდაპირველად ღიმილით შეხვდა.

მერაბის განცხადებით, დაპირისპირებაში უმარიც მონაწილეობდა. მერაბმა განსაკუთრებით უმარის მიმართ იმედგაცრუებაზე ისაუბრა და თქვა, რომ წარსულში მას უკვე აპატია, თუმცა ამჯერად მისი საქციელი მიუღებლად მიაჩნია.

დვალიშვილმა საქართველოში ახმედთან მომხდარი კონფლიქტიც გაიხსენა. საკუთარი რეაქცია პროვოკაციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ორივე ინციდენტში თავს მართლად მიიჩნევს. ამასთან, აღიარა, რომ საქართველოში დაპირისპირებისას ახმედის ოჯახის წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბოდიში მოიხადა.


მისი პოზიციით, ხელის ჩამორთმევით ეს კონფლიქტი დასრულებული იყო და მისი გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობდა.

„ღამით ძალიან მშვიდად მძინავს, რადგან კაცურად ვცხოვრობ“, - თქვა მერაბმა შოუში.

მერაბ

მკაცრი განცხადებების მიუხედავად, დვალიშვილი ამბობს, რომ დაკავებულების პატიმრობაში დარჩენა არ სურს და მათ გათავისუფლებას მხარს უჭერს. თუმცა ეს ნურმაგომედოვებთან შერიგების სურვილს არ ნიშნავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანებთან აქვს და დაღესტნელებსა თუ მუსლიმებზე არ განაზოგადებს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ინტერვიუმებრძოლიმერაბ დავალიშვილინურმაგომედოვები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026