Logo

ნანიკო ხაზარაძე მუსიკალურ შოუს იწყებს

ნანიკო ხაზარაძე მუსიკალურ შოუს იწყებს

11/04/2026

ტექსტის ზომა

ნანიკო ხაზარაძე მუსიკალურ შოუს იწყებს. როგორც ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მათ, ვინც მღერის ან უკრავს, შოუ ჩაუწერს სიმღერას და პროფესიონალურ ვიდეორგოლს გადაუღებს.

ნანიკო ხაზარაძე: იწყება ახალი, ძალიან მაგარი შოუ, რომელიც მხოლოდ სურვილების ასრულებასთან იქნება დაკავშირებული.

"მუსიკალური ქარხანა" - კარგად დაიმახსოვრეთ.

ჩვენ მონაწილეები გვჭირდება, ადამიანები, ვისაც გავაბედნიერებთ და ოცნებებს ავუსრულებთ. თუ თქვენ თავად მღერით ან უკრავთ ნებისმიერ ინსტრუმენტზე, ან იცნობთ ასეთ ახალგაზრდას (ჟანრში შეზღუდული არ ხართ), გამოგვიგზავნეთ ვიდეო, სადაც უკრავთ ან მღერით და 30 წამიანი პატარა ვიდეო, სადაც თქვენს შესახებ ჰყვებით, გვიყვებით მიზნებზე და სურვილებზე.

გვერწმუნეთ "მუსიკალური ქარხანა" იქნება ადგილი, სადაც ყველა ადამიანის სურვილი ახდება.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026