Logo

"ნათელში იყოს შენი სული, კაპიტანო" - საზოგადოება გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

"ნათელში იყოს შენი სული, კაპიტანო" - საზოგადოება გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

10/21/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.

გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

გიორგი ნემსაძე

კაპიტანს, სოციალური ქსელში, თანმემამულეები ემშვიდობებიან:

"ქართული ფეხბურთის ღირსეული სახე. მადლობა, კაპიტანო, ქართულ ფეხბურთში შეტანილი ღირსეული საქმისათვის. ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული, ბატონო კაპიტანო."

"როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარდა, მისი სტილი, დამოკიდებულება აზროვნება და ხასიათი. ასევე საოცარი ადამიანი იყო."

"ჩენს გულში იქნები"...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026