კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი ნინო კასრაძე თეატრში თამაშს აღარ პირებს. ამის შესახებ მსახიობმა გადაცემა “პირველი სტუდიაში“ განაცხადა.
ნინო კასრაძე ამბობს, რომ მისი მსახიობობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამდენხანს იყო, აღარ გაგრძელდება და ახლა საკუთარი თავის სხვა ამპლუაში ცდის გადაწყვეტილებას იღებს.
„ადამიანი რაღაცას უნდა აკეთებდეს, უნდა მუშაობდეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
მაგრამ მე ახლა ის ეტაპი მაქვს, რომ როგორც ვატყობ მსახიობობას ვეღარ გავაგრძელებ. იმ ფორმით რა ფორმითაც იყო. ეს აღარ გაგრძელდება.
მე თეატრში აღარ ვარ, დათოსთანაც [დოიაშვილი] მოწვეული მსახიობი ვიყავი და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.
იცით რა ეტაპზე ვარ? უკვე ვიცი რა უნდა ვაკეთო. ეს იქნება აუცილებლად ახალგაზრდებთან და ლიტერატურასთან კავშირში... ვნახოთ რა იქნება,“-განაცხადა მსახიობმა.
11/13/2025