
11/05/2026
არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვისაც ნოემბრის თვე განსაკუთრებული წარმატების მომტანი იქნება. ამ ნიშნებს ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ასახელებს.
ნოემბრის თვის ფავორიტები იქნებიან ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

ლომები ნოემბრის თვეში ან თავად გამოვლენ ჩრდილიდან და საკუთარი ამბიციების ძალიან სწორი ფორმით და რაც მთავარია, თამამად, დეკლარირებას გაბედავენ. ან შეიძლება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ჩრდილიდან გამოვიდეს ძალიან ბევრი პრობლემა და საიდუმლო, რომელიც მათ ხელს უშლიდა წინსვლასა და წარმატებაში.
მეორე პრეტენდენტი, ვინც ნოემბრისთვის ფავორიტი იქნება, ეს არის ვერძი.

ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ძალიან მნიშვნელოვნად დადგება საკითხი პირადი და პარტნიორული ურთიერთობის კუთხით. ასევე ვერძი იქნება ძალიან აზარტული ნოემბრის თვეში და მას ექნება იმის საშუალება, რომ არა მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი პუბლიკაც კი მოიხიბლოს.
ბოლო ნიშანი, ვისთვისაც ნოემბერი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იქნება, ეს არის ტყუპები.

ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ნოემბერი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი 15-17 რიცხვის შემდეგ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაფასებისა და სირთულეებზე ღირსეული გამარჯვების პერიოდი.
ნოემბრის მეორე ნახევარში ტყუპს ექნება იმის საშუალება, რომ ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს.
გააზიარე სტატია