Logo

ნუ წამოიწყებთ კონფლიქტებს - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

ნუ წამოიწყებთ კონფლიქტებს - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

11/15/2026

ტექსტის ზომა

ასტროლოგ სოფია ბზეკალავას პროგნოზით, ემოციური, თუმცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით სავსე კვირა გველოდება. მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დასრულებას ის კომუნიკაციის გამარტივებასა და შეჩერებული საკითხების დაძვრას უკავშირებს. ამავე დროს, გვირჩევს, მოვერიდოთ კონფლიქტებს, გადაჭარბებულ მოთხოვნებსა და იმპულსურ გადაწყვეტილებებს.

კვირის ზოგადი ტენდენციები

ამ კვირის მთავარი მოვლენა ის არის, რომ ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებენ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია გაიოლდება და შეთანხმებების მიღწევაც გაცილებით მარტივი გახდება. განსაკუთრებით სამშაბათის შემდეგ კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეთანხმებების გასაფორმებლად, იურიდიულ დოკუმენტებსა და საბუთებზე სამუშაოდ.

თუმცა მიმდინარე კვირაში მომატებულია ეგო და ამბიციებიც. იუპიტერს, რომელიც იდეოლოგიურ საკითხებს უკავშირდება, რამდენიმე პლანეტასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ეს ადამიანებშიც აძლიერებს დაპირისპირების, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებისა და მოვლენების გადაჭარბებულად აღქმის სურვილს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, არ მოვახდინოთ სიტუაციების ფორსირება. კვირის განმავლობაში მაღალია ემოციური და პროფესიული გადაწვის რისკიც.

ვერძი

ვერძი

წინა კვირასაც გითხარით იუპიტერისა და მარსის საკმაოდ ხანგრძლივი ასპექტის შესახებ. ვერძებს ვურჩევდი, ყურადღებით დააკვირდნენ იმას, რაც მათ ცხოვრებაში 12 ნოემბრის შემდეგ მოხდა და ნოემბრის ბოლომდე მოხდება. ეს შეიძლება 2027 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ერთგვარი დემოვერსია იყოს.

შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი პროექტები, მნიშვნელოვანი ამბიციები და ურთიერთობები. ვერძი ქალების ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი წარსულიდან, რომელიც თითქოს დავიწყებული ჰყავდათ. ასევე მოსალოდნელია ნიშანდობლივი, კარმული ურთიერთობის დასაწყისი ან მნიშვნელოვანი ადამიანის გაცნობა.

დააკვირდით, რამდენად გაცნობიერებულად გადიხართ ამ პერიოდს, როგორ იყენებთ შესაძლებლობებს და რამდენად ახერხებთ საკუთარი ეგოს მართვას. მსგავსი ფაზები მომავალი წლის ივნისის ჩათვლით კიდევ განმეორდება.

მიმდინარე კვირაში მოერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით შვილებთან და მოზარდებთან ურთიერთობისას. შეეცადეთ, სხვა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე ნუ განსჯით.

კურო

კურო

კუროებისა და სასწორებისთვის, რომლებსაც ვენერა მართავს, ბოლო პერიოდი სხვადასხვა გამოწვევით იყო სავსე. ახლა ვენერა რეტროგრადული მოძრაობიდან გამოდის, თუმცა თავდაპირველად სტაციონარულ მდგომარეობაშია. ამიტომ კვირის დასაწყისში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ და იმპულსურად ნუ იმოქმედებთ.

შემდგომი დღეები თქვენთვის უფრო ჰარმონიული იქნება. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, ყიდვა-გაყიდვისთვის. შესაძლოა, ადგილიდან დაიძრას საქმე, რომელიც აქამდე შეჩერებული იყო.

შეიძლება მეტი კმაყოფილება იგრძნოთ საკუთარი გარეგნობითა და ზოგადი მდგომარეობით. ენერგიის მომატებაც მოსალოდნელია. ბოლო რთული პერიოდის შემდეგ ამოსუნთქვის შესაძლებლობა გეძლევათ.

ტყუპები

ტყუპები

თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს. როგორც ასტროლოგები ხუმრობენ, ახლა საკუთარ შეცდომებს ვეღარავის დავაბრალებთ.

ამ კვირაში გახსოვდეთ: სიტყვა თქვენი იარაღია, თუმცა შესაძლოა, პრობლემის მიზეზიც გახდეს. დღის წესრიგში შეიძლება დაბრუნდეს დიდი ხნის გადაუჭრელი კონფლიქტები მეგობრებთან, გუნდთან, კოლექტივთან ან ხელმძღვანელობასთან.

შესაძლოა, საჭირო გახდეს დაგროვილი პრეტენზიების გამოთქმა და ისეთი საკითხებისთვის სახელის დარქმევა, რომელთა განხილვაც აქამდე ვერ მოხერხდა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სათქმელის ფორმას: შეიძლება მართალი იყოთ, მაგრამ სწორედ მიწოდების ფორმამ გამოიწვიოს კონფლიქტი.

ნოემბრის ბოლომდე ადამიანები მიდრეკილი იქნებიან მოვლენების გადაჭარბებული აღქმისკენ. მცირე უთანხმოებაც შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღონ. ამიტომ თქვენი მთავარი პრინციპი იყოს: ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.

კირჩხიბი

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი მოვლენები შეიძლება განვითარდეს თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში. შესაძლოა, მის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ ან მოულოდნელი ამბის წინაშე აღმოჩნდეთ.

ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს. შეიძლება თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც მხოლოდ ემოციური თანადგომა სჭირდებოდეს. მის ცხოვრებაში შესაძლოა გარდამტეხი მოვლენები მწიფდებოდეს.

დღის წესრიგში შეიძლება დაბრუნდეს შვილებთან ურთიერთობის საკითხებიც.

ამავე დროს, კარგი კვირაა იმიჯის შესაცვლელად და გარდერობის გასახალისებლად, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. ვენერას რეტროგრადული ფაზის დასრულების შემდეგ შენაძენებით კმაყოფილების მეტი შესაძლებლობა გექნებათ. გაანებივრეთ საკუთარი თავი.

ლომი

ლომი

მიმდინარე კვირაში ლომები მოვლენების შუაგულში აღმოჩნდებიან. სანამ მზე მშვილდოსნის ნიშანში გადავა, შეიძლება იგრძნოთ საქმეებისა და პასუხისმგებლობების სიმძიმე.

შესაძლოა, იმდენი ვალდებულება გქონდეთ, რომ აღარ იცოდეთ, რომელს გაუმკლავდეთ. ამას ემატება განცდა -„თუ მე არ გავაკეთებ, სხვა ვინ გააკეთებს?“ სწორედ ამიტომ საყურადღებოა ემოციური და პროფესიული გადაწვის საკითხი.

შეიძლება გაგაღიზიანოთ სხვების გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა ან კრიტიკამ. თავადაც შეიძლება ზედმეტად კატეგორიული გახდეთ. უკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა საკუთარი გარეგნობაც იყოს. მაგალითად, გინდოდეთ მეტი დრო დაუთმოთ თავს და ამის შესაძლებლობას ვერ პოულობდეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვირის დასაწყისსა და დასასრულს. ნუ გაამწვავებთ სიტუაციებს. ეს პერიოდიც გაივლის. მთავარია, დროებით გაღიზიანებას მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გადააყოლოთ.

ქალწული

ქალწული

მერკურის პირდაპირ მოძრაობაზე გადასვლასთან ერთად ენერგია მოგემატებათ. თუმცა ენერგიასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს პრეტენზიები და ყველაფრის მოწესრიგების სურვილიც.

ქალწულები საკუთარ თავსაც ბევრს სთხოვენ და სხვებსაც. ამ კვირაში შეეცადეთ, ზედმეტად კატეგორიული არ იყოთ.

შესაძლოა, დაბრუნდეს დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები, რომლებიც სამსახურს, ყოველდღიურ რუტინასა და ცხოვრების წესს უკავშირდება. აქამდე მათ განხილვას ან დებდით, ან თავს არიდებდით, ან შესაბამისი გარემოება არ გქონდათ. ახლა ამ თემებისთვის გვერდის ავლა გაჭირდება და საჭირო გახდება ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა.

შეიძლება თავი იჩინოს ძველმა წყენებმა და გაუგებრობებმა ნათესავებთან, ასევე იმ მეგობრებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობაც გაკავშირებთ.

ყურადღება მიაქციეთ ავტომობილსა და ტექნიკას. შესაძლოა, დამატებითი ხარჯი დაგჭირდეთ. სავარაუდოდ, ეს იქნება პრობლემა, რომლის ნიშნებიც აქამდეც არსებობდა, თუმცა ყურადღება არ მიაქციეთ.

სასწორი

სასწორი

ბოლო რთული პერიოდის შემდეგ ემოციურად ამოსუნთქვის შესაძლებლობა გეძლევათ. უფრო გაწონასწორებული და მოტივირებული იქნებით. შესაძლოა, საკუთარი გარეგნობითაც მეტად კმაყოფილი დარჩეთ.

თუმცა თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება განვითარდეს და ამ პროცესებში თქვენც აღმოჩნდეთ ჩართული.

შეეცადეთ, დიპლომატიური პოზიცია შეინარჩუნოთ. თუ პარტნიორის ცხოვრებაში ემოციური ან კონფლიქტური სიტუაციაა, უმჯობესია, იყოთ დამკვირვებელი, მრჩეველი და მხარდამჭერი.

უშუალოდ მის კონფლიქტში ჩარევით შესაძლოა დათვური სამსახური გაუწიოთ. ემოციური თანადგომა უფრო სასარგებლო იქნება.

მორიელი

მორიელი

ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი მორიელია. შეიძლება იგრძნოთ, რომ ჩრდილში ყოფნა აღარ გსურთ და გინდათ, ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.

მერკურისა და პლუტონის დაპირისპირების ფონზე მოსალოდნელია არასასიამოვნო ან დიდი ხნის გადადებული საუბრები. შესაძლოა, პრეტენზიები ახლო წრის ადამიანებისგანაც მოისმინოთ, მათ შორის მათგან, ვისთვისაც წარსულში ბევრი კარგი გაგიკეთებიათ.

ამ გამოცდილებამ შეიძლება დაგანახვოთ, ვისთან გჭირდებათ საზღვრების გავლება და ვის მიმართ აღარ არის საჭირო გადაჭარბებული მზრუნველობა.

დიდი ხნის გადადებული საკითხების დასრულების შესაძლებლობა გეძლევათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი

კვირის პირველი ნაწილი აქტიური და ენერგიული იქნება. გექნებათ შესაძლებლობა, არაერთ შიშს გაუმკლავდეთ.

თქვენი მთავარი ამოცანაა, მეტი გამბედაობა გამოიჩინოთ და საკუთარ ოცნებებს სერიოზულად შეხედოთ. უახლოეს თვეებში შესაძლოა ისეთი სურვილების ასრულების შანსიც მოგეცეთ, რომლებიც აქამდე უტოპიურად მიგაჩნდათ.

ამისთვის საჭიროა, გამოხვიდეთ ჩრდილიდან, რომელსაც შინაგანი კომპლექსები გიქმნით. საკუთარ თავს შესაძლებლობებს ნუ შეუზღუდავთ.

თხის რქა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კვირის მეორე ნახევარი. შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ: რა გსურთ თავად და რისი გაკეთება გევალებათ.

თქვენი სურვილები და ვალდებულებები ყოველთვის თანხვედრაში არ იქნება. შესაძლოა, სამსახურში ორგანიზაციულმა სირთულეებმაც იჩინოს თავი.

ამავე დროს, გაქვთ პროფესიული პოზიციების აღდგენისა და წინსვლის შესაძლებლობა. თუმცა დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ დამატებითი დატვირთვის საკუთარ თავზე აღება.

სანამ ახალ პასუხისმგებლობას დათანხმდებით, შეაფასეთ, რამდენად შეესაბამება ის თქვენს სურვილებსა და რესურსს.

მერწყული

მერწყული

17-18 ნოემბრის პერიოდში დიდი თუ მცირე გამართლებები გელოდებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს ან ადგილიდან დაიძრას საკითხი, რომელიც აქამდე მკვდარ წერტილში იყო.

ეს განსაკუთრებით ფინანსურ და საბინაო თემებს ეხება - ინვესტირებას, უძრავი ქონების ყიდვასა თუ გაყიდვას.

წინსვლა შესაძლებელია იურიდიულ დავებშიც, მათ შორის სამსახურთან, დედმამიშვილებთან ან ნათესავებთან დაკავშირებულ საკითხებში.

შესაძლოა, დიდი ხნის გაჩერებული საქმე გამოცოცხლდეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეძლოთ.

თევზები

თევზები

თევზებისთვის კარგი კვირაა. მზისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი მოტივაციას შეგმატებთ.

განსაკუთრებით სამშაბათის შემდეგ შთაგონების წყარო შეიძლება საყვარელი ადამიანები და შვილები გახდნენ. კარგი შესაძლებლობაა ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საერთო ენის მოსაძებნად.

იგივე ეხება სასიყვარულო ურთიერთობასაც, შესაძლებელია მეტი სითბო, სიახლოვე და ურთიერთგაგება.

ასევე არ არის გამორიცხული წარსულიდან თაყვანისმცემლის გამოჩენა.

კვირის მთავარი რჩევა

თორმეტივე ნიშნისთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობების კვირაა. ნუ წამოიწყებთ კონფლიქტებს და შეეცადეთ, საკუთარ სურვილებსა და ვალდებულებებს შორის ბალანსი იპოვოთ.

დაფიქრდით, რამდენად გიღირთ ის საქმე თუ ურთიერთობა, რომელშიც დიდ ადამიანურ რესურსს ხარჯავთ, და რამდენად შეესაბამება ეს დანახარჯი თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიპროფესიასოფია ბზეკალავაშეცდომები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026