Logo

"ოჯახის კარს ყველასთვის აღებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი შემოვიდეს და თქვენს შვილს მოესიყვარულოს?" - თინათინ გობაძის გაფრთხილება მშობლებს

"ოჯახის კარს ყველასთვის აღებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი შემოვიდეს  და თქვენს შვილს მოესიყვარულოს?" - თინათინ გობაძის გაფრთხილება მშობლებს

11/10/2026

ტექსტის ზომა

შვილების ფოტოებისა და ვიდეოების სოციალურ ქსელში გაზიარება ბევრი მშობლისთვის სიხარულისა და სიამაყის გამოხატვის ჩვეული ფორმაა. თუმცა ბავშვის ცხოვრების საჯაროდ ჩვენებისას ხშირად ყურადღების მიღმა რჩება მისი პირადი სივრცე, ის, თუ ვის მიუწვდება ხელი ამ მასალაზე და რამდენად ენდომება თავად ბავშვს მომავალში ასეთი ციფრული კვალი ჰქონდეს.

ბავშვი

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე ამ საკითხზე ხშირად საუბრობს.ის ყურადღებას ამახვილებს მშობლების პასუხისმგებლობაზე იმ შემთხვევებში, როცა ბავშვები სოციალურ ქსელებში პოპულარულები ხდებიან და მათი ყოველდღიურობა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია.

ამჯერად სპეციალისტი ჩვილების საჯაროდ გაზიარებულ ფოტოებსა და ვიდეოებს გამოეხმაურა და მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვების პირადი სივრცისა და კიბერუსაფრთხოების დაცვას.

"ახლახან კიდევ ერთი მშობლის პოსტი შემხვდა, სადაც სამი თვის ჩვილის ფოტოები და ვიდეოები ჰქონდა გაზიარებული ბიკინში. მჯერა, რომ დედა ამას დიდი სიყვარულითა და სიამაყით აკეთებს.

ბავშვი

თუმცა, მშობლებო, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ თქვენი შვილების კიბერუსაფრთხოებაზე. ნუ გამოიტანთ ბავშვების სხეულს ასეთ საჯარო და დაუცველ სივრცეში. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, ვინ ნახულობს, ინახავს ან რა მიზნით შეიძლება გამოიყენოს მათი ფოტოები.

ბავშვების სხეული, პირადი სივრცე და ღირსება განსაკუთრებულ დაცვას იმსახურებს.

ნუ შევუქმნით მათ დაუკითხავად ისეთ ციფრულ კვალს, რომლის არსებობაც მომავალში შესაძლოა თავად არ სურდეთ. ჩემთვის, ბავშვის სხეულის ამსახველი ფოტოების ასეთ საჯარო და დაუცველ სივრცეში გამოქვეყნება მის უღრან ტყეში მარტო დატოვებას ჰგავს და არ ვიცით რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ნაცვლად მისი პირადი ცხოვრების დაცვისა და გაფრთხილებისა, დაუცველად ვტოვებთ.

ჩვილი ხომ ასეთი პატარა და სათუთია, მის ფოტოებს კი სოციალურ ქსელში ყველასთვის საჯაროდ ვაქვეყნებთ, ყველასთვის ხელმისაწვდომს ვხდით.

ბავშვი

თქვენი ოჯახის კარს ყველასთვის აღებთ, რომ ნებისმიერი უცნობი ადამიანი შემოვიდეს თქვენი შვილი დაათვალიეროს და მოესიყვარულოს?

მჯერა ამას არ აკეთებთ და ცდილობთ ოჯახში მხოლოდ ნაცნობი და სანდო ადამიანები შემოუშვათ. სწორედ ასე უნდა დაიცვათ თქვენი შვილი სოციალურ ქსელებშიც," - წერს თინათინ გობაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბიჭი და ტირილითინათინ გობაძეინკლუზიური განათლებასტერეოტიპი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026