Logo

"ორი ლამაზი ბიჭის დედა ვარ" - ქეთი მელუა ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს

"ორი ლამაზი ბიჭის დედა ვარ" - ქეთი მელუა ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს

11/02/2026

ტექსტის ზომა

ქეთი მელუა მეორე ვაჟის დედა გახდა. მუსიკოსმა ამის შესახებ თავად ამცნო ყველას.

"ახალი მობრძანებული... მაქსი აქ არის! ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ორი ლამაზი ბიჭის დედა ვარ! სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა. ნეტავ ასეც გაგრძელდეს" - წერს ქეთი ფეისბუქზე და ახალშობილის პირველ ფოტოს ასაჯაროვებს.

ქეთი მელუა

მუსიკოსის რჩეული ბრიტანელი მეცნიერი ოლივერ ვორვიკია. მომღერალი მას ოლის ეძახის. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის. ქეთი მანამდე მოტომრბოლელ ჯეიმს ტოსლენდზე იყო დაქორწინებული.

41 წლის მუსიკოსი დედა პირველად 2022 წელს გახდა. სანდრო დეკემბერში 4 წლის გახდება.

მომღერალი წარსულში ღიად საუბრობდა დედობასთან დაკავშირებულ შიშებზე; ფიქრობდა, რომ რეპროდუქციული პრობლემები ჰქონდა. თუმცა დღეს ის ორი საყვარელი ბიჭუნას დედაა და კარიერასაც აქტიურად აგრძელებს.

ქართველ-ბრიტანელი შემსრულებელი ტურნეში ოჯახთან ერთად დადის. სანდრო ხუთი თვის იყო, როდესაც ქეთიმ ის ევროპულ ტურნეში წაიყვანა და ამოგზაურა.

"ჩემი პარტნიორი ოლი ხომ ბრილიანტია, ჩვენთან ერთად რომ იყო მთელი ტურის მანძილზე. მე ვამაყობ არა მხოლოდ ჩემი ოჯახით, არამედ მთელი ჩემი გუნდით, მენეჯმენტით. მახარებს ის, რომ მინიმალური სტრესით შევძელი ჩემი სამუშაოსა და ოჯახის შეთავსება და დაბალანსება. მინდა, ამ ინდუსტრიის ქალებისთვის, ჩემი მაგალითი იყოს წახალისება, რათა თუკი ისინი ოჯახების შექმნას მოისურვებენ, არ იფიქრონ, რომ მათი კარიერა დასრულებულია," - ტურნეს დროს წერდა ქეთი.

ქეთი მელუაქეთი მელუა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026