კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რეზო გიგინეიშვილმა მიშა მესხი ფილმში გადაიღო. ახალი ფილმის ტრეილერი რომ ნახეს, მიშას ეკრანზე დანახვა, ათ წლიანი პაუზის შემდეგ, ძალიან გაუხარდათ.
"ლირიკა" - ასე ჰქვია ახალ მხატვრულ ფილმს, სადაც მსახიობი ბაბუას, ლეგენდარულ ფეხბურთელს - დიდ მიშა მესხს განასახიერებს.


"ჩვენ უკვე აღარ ვართ ბავშვები, მაგრამ ბავშვობას ვუფრთხილდებით ჩვენში!" - წერს რეჟისორი და ფეისბუქზე თავისი ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტოებს აქვეყნებს.


რეზო გიგინეიშვილი: ახლა ეს კადრები უკვე სიყვარულის ისტორიად და ჩვენი გადამღები ჯგუფის ბედნიერ პერიოდად იქცა.
თქვენთვის კი, ეს არის მომავალი, ჩვენი ფილმის გამოსვლის მოლოდინი.
კინო მაგიურია, რადგან დროს აფიქსირებს.

გმადლობთ შესანიშნავ ფოტოგრაფებს, რომლებმაც ეს მომენტები ასახეს.
„ლირიკა“ კინოთეატრებში 2 იანვრიდან.




12/04/2025