Logo

"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას ჰყვება შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე

"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას ჰყვება შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე

03/31/2026

ტექსტის ზომა

ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ამჯერად, სკანდალში გახვეულ ცნობილ მებაღეს, შორენა ბეგაშვილი ამხელს და მას ცბიერს უწოდებს.

"ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში. ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა, გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი - “ყვავილების” (შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე)

ერთ კვირაში რომ მივედით - “ის ჯავშნის ფული იყო, ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო”. უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე. მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად, მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს) და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული. ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა, გაიყინნენ ბავშვები. მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა. ისე მომატყუეს, თვალი არ დაახამხამეს. პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი, მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხო არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე-მეთქი, იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა. იმედი მაქვს გამდიდრდა იმ ფულით" - წერს ფეისბუქზე შორენა.

ბეგაშვილი

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ხატია ნეფარიძემ ზურა შევარდნაძე უხეშ მოქცევასა და უტაქტობაში ამხილა. როდესაც ყოფილმა თანამშრომელმა ჰკითხა, თუ რა იყო სამსახურიდან დათხოვის მიზეზი, როგორც ხატია ჰყვება, დამსაქმებელმა მებაღემ მაგიდაზე ხელი დაარტყა და მას ტერიტორიის დატოვება უცენზურო სიტყვით (გაა...ვი) უბრძანა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026