
11/16/2026
ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა.
ნატას ბავშვობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ნანა გერლიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნატაზე ძალადობის ამბავი შეიტყო და ამის გამო ბაჩუკი ჩხვიმიანს დაუპირისპირდა.
"მე ვარ მოწმე თავად ბაჩუკი ჩხვიმიანის პედოფილობის საქმეში.
თუ თავად არ ახსოვს ბაჩუკი ჩხვიმიანს მე შევახსენებ.
პირველი მე ვიყავი ვინც გაიგო ეს ამბავი. მე მას მივუვარდი და ხელი დავარტყი, რის შემდეგაც ბაჩუკი ჩხვიმიანმა გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი (ავტომატი) და დაიწყო ნატას და ჩემი მიმართულებით სროლა... სულ დაცხრილა ნატას სახლი სადაც ნატას მცირეწლოვანი და-ძმა იმყოფებოდა.
ძვირფასო სვანებო თუ არ გახსოვთ მე შეგახსენეთ და თუ ვინმემ მართლა არ იცოდით, ახლა მაინც ხომ გაიგეთ სიმართლე! უმკაცრესად დაისაჯოს ბაჩუკი ჩხვიმიანი!
ნატას და მის ლაივებს რაც შეეხება ბევრი ბინძური ლაივი ჩაწერა უდანაშაულო ადამიანებზე, რის გამოც მე პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა იმ ადამიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ნატა ბაჩუკი ჩხვიმიანთან მიმართებაში ტყუის... მე ვიბრძოლებ პირადად ბაჩუკი ჩხვიმიანის წინააღმდეგ," - დაწერა ნანა გერლიანმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პოლონეთში მცხოვრები ქართველი ქალი, ნატა ვიბლიანი, თანასოფლელ ბაჩუკი ჩხვიმიანს ბრალს გაუპატიურებაში სდებს და ამბობს, რომ მეზობელი მამაკაცი 9 წლის ასაკიდან აუპატიურებდა.ნატა ვიბლიანის ჩენების მიხედვით შს სამინისტროში საქმე აღიძრა და ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
გააზიარე სტატია