
11/02/2026
ფოტოგრაფი ანა ყაჭეიშვილი საკუთარმა პიტბულმა დაგლიჯა. როგორც ანას მეგობარი, მიკა ძიძიგური სოციალურ ქსელში წერს, ანას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მას ხელი მიაკერეს. ფოტოგრაფს წინ ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის.
მიკა ძიძიგური: ჩემს მეგობარს, ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილს ძაღლი დაესხა თავს და სასტიკად დაგლიჯა.
ანას სხეულზე მრავლობითი უმძიმესი ჭრილობები აქვს. განსაკუთრებულად დაუზიანდა მარცხენა ხელი, რომელიც ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად მიაკერეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც და ორივე ფეხი.

ანა გადარჩა, თუმცა წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული რეაბილიტაცია ელის. სულ მცირე ორი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მუშაობას ვერ შეძლებს.
ამხელა ფინანსურ ტვირთს ერთი ადამიანი მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც რისი შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ. ერთი ლარიც მნიშვნელოვანია, როცა ბევრნი ვართ.
არ დავტოვოთ ანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში მარტო.

გააზიარე სტატია