Logo

"ფსიქოლოგიური შეფასება და თავის ტვინის გამოკვლევა" - რას ურჩევს ილია თოფურიას ყოფილი ცოლი მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს

"ფსიქოლოგიური შეფასება და თავის ტვინის გამოკვლევა" - რას ურჩევს ილია თოფურიას ყოფილი ცოლი მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს

11/18/2026

ტექსტის ზომა

ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგიმ, Instagram-ზე გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჯორჯინას პასუხმა კითხვაზე - რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც დაქორწინება სურთ? რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქორწინებამდე?


როგორც Metro Ecuador წერს, უსკატეგიმ პასუხისას სხვა საკითხებთან ერთად ფსიქოლოგიური შეფასება, გენეტიკური გამოკვლევა და საქორწინო ხელშეკრულებაც ახსენა.

"მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ქორწინებამდე აუცილებელია გარკვეული გამოკვლევებისა და შემოწმებების ჩატარება:

  • ფსიქოლოგიური შეფასება;
  • გენეტიკური გამოკვლევა იმის დასადგენად, არიან თუ არა მომავალი მშობლები მემკვიდრეობითი დაავადებების მატარებლები;
  • წარსულის შემოწმება;
  • საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება;
  • თავის ტვინის გამოკვლევა, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს პიროვნული აშლილობა ან მოიხმარდა თუ არა წარსულში ნარკოტიკებს.

ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სიყვარული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური სტაბილურობა, პატიოსნება, გულწრფელობა და მომავალი შვილების უსაფრთხოება.

ნდობა უპირობოდ არ უნდა არსებობდეს - ის ადამიანმა უნდა დაიმსახუროს," - თქვა ჯორჯინა უსკატეგიმ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ილია თოფურიაქორწინებაყოფილიჯორჯინა უსკატეგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026