Logo

„რა დამიჯდა ეს ყველაფერი? +12 კილოგრამი... მიღირს თუ არა? - კი“ - ექიმი ჯაბა ზარქუა საკუთარ გამოცდილებაზე

„რა დამიჯდა ეს ყველაფერი? +12 კილოგრამი... მიღირს თუ არა? - კი“ - ექიმი ჯაბა ზარქუა საკუთარ გამოცდილებაზე

11/19/2026

ტექსტის ზომა

ექიმი ჯაბა ზარქუა უკვე მეორე წელია სიგარეტს აღარ ეწევა. ამის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარ მრავალრიცხოვან გამომწერებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ სიგარეტის მიტოვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა და ახლა პაციენტებს მოწევაზე უარის თქმას საკუთარი გამოცდილებიდან ურჩევს.


ექიმი გულახდილად საუბრობს იმაზეც, თუ რა გაუჭირდა ამ ცვლილების შემდეგ და ამბობს, რომ არც იმ 12 კგ-ის მომატებას ნანობს, საიდანაც ექვსი უკვე დაიკლო.

"მეორე წელია მწეველი აღარ ვარ, ნაპასი არ დამირტყამს.

ბენეფიტები:

1. მენტალურად უფრო გაწონასწორებული გავხდი (მუდმივად აბსტინენციის და დაუკმაყოფილებლობის განცდის მოხსნის გამო)

2. თავდაჯერება მომემატა (სხვა ბევრი გამარჯვება მაქვს კიდევ საკუთარ დემონებთან. ეს ერთ-ერთი იყო, სადაც გავიმარჯვე და მიხარია დამსახურებულად).

3. მეტი ძალა შეიძინა ჩემმა სიტყვამ, როცა პაციენტს ვურჩევ იგივეს გაკეთებას.

რა დამიჯდა ეს ყველაფერი? +12 კგ. აქედან 6 დავიკელი, მაგრამ 6 ზედმეტი დამრჩა, რამაც ჯანმრთელობა ცოტა შემირყია.

მიღირს თუ არა? კი.

ყველა წამს ვნანობ როცა მწეველი ვიყავი და არც ერთი წამით რამე სევდისმაგვარი არ მქონია იმ ძველ დროზე ამ ორი წლის განმავლობაში.

გადააგდეთ, ნახეთ რა საოცარ ახალ სამყაროში ცხოვრობთ, მწეველობის ადგილი აქ არაა," - წერს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ექიმირჩევასიგარეტიწონაჯაბა ზარქუა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026